ნაყოფიერების ზღვა
ნაყოფიერების ზღვა[1][2], სიუხვის ზღვა[3] (ლათ. Mare Fecunditatis) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილული მხარეს. ზღვის აუზი წარმოიქმნა ნექტარულამდელ პერიოდში და გარშემორტყმულია ნექტარულ პერიოდში ჩამოყალიბებული წარმონაქმნებით. ზღვა ლავით დატბორა გვიან იმბრიულ პერიოდში; ლავის ფენის სისქე შედარებით მცირეა კრიზისებისა და სიწყნარის ზღვებთან შედარებით. ზღვის დასავლეთ ნაწილში, სადაც ნაყოფიერებისა და ნექტარის ზღვების აუზები ხვდება ერთმანეთს, ბევრი გრაბენია.
ნაყოფიერების ზღვა | |
Mare Fecunditatis | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 840.35 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ნაყოფიერება |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
7.83° ს. გ. 53.67° ა. გ. / 7.83° ს. გ. 53.67° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
ნაყოფიერების ზღვა ვიკისაწყობში |
ზღვის აღმოსავლეთ მხარეს არის ლანგრენის კრატერი. კრატერები მესიე A და B განლაგებულია ზღვის ცენტრალურ ნაწილთან.
ნაყოფიერების ზღვაში საბჭოთა ზონდმა ლუნა-16-მა 1970 წელს აიღო მთვარის გრუნტის ნიმუში და ჩამოიტანა დედამიწაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Лунный грунт из Моря Изобилия. Москва: Наука, 1974. 624 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Fecunditatis.
- Море Изобилия — Подробная фотографическая карта USGS
- Mare Fecunditatis — NASA.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
- ↑ ჯაფიაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665-667.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 311.