ნატალია ჩინჩალაძე

მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ნატალია ჩინჩალაძე (დ.30 ოქტომბერი, 1974, თბილისი, საქართველო) — ქართველი პედაგოგი, მათემატიკოსი, მეცნიერი.

ნატალია ჩინჩალაძე
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1974(1974-10-30)[1] (50 წლის)
დაბ. ადგილი საქართველო[1]
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
 საქართველო
საქმიანობა მათემატიკოსი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1996-1997 I კატეგორიის ინჟინერი, 1997-2003 უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2003 ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 2003-2006 უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2007-მკვლევარი, 2007-2010 ზუსტი და საბუნებისმეტველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, 2010 აკადემიური დოქტორი, 2010, 2016 ასისტენტ-პროფესორი, 2016 ასოცირებული პროფესორი, 2016 ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

მის ინტერესს მოიცავს დრეკადი გარსები, ფირფიტები, ღეროები, თხევად და დრეკად გარემოთა ურთიერთქმედების ამოცანები, გადაგვარებული დიფერენციალური განტოლებები და სისტემები, სასაზღვრო და საწყის-სასაზღვრო ამოცანები. შესწავლილი აქვს ხარისხოვანი წამახვილების მქონე პრიზმული გარსების ღუნვის სტატიკისა და დინამიკის ამოცანები. წამახვილების გეომეტრიაზე დაყრდნობით დადგენილი აქვს კრიტერიუმი, როდის შეიძლება წამახვილებული ბოლოების ჩამაგრება ან დაყრდნობა, როგორც იერარქიული, ასევე, კირხოფ-ლიავის მოდელებისათვის. განხილული აქვს წამახვილებული ფირფიტებისა და არაკუმშვადი სითხის ურთიერთქმედების საკონტაქტო ამოცანები.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება