ნატალია გონჩაროვა (მხატვარი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნატალია სერგეევნა გონჩაროვა (რუს. Наталья Сергеевна Гончарова) (დ. 4 ივნისი, 1881 — გ. 17 ოქტომბერი, 1962) — რუსი ფერმწერი კუბო-ფუტურისტი და თეატრალური დიზაინერი.

ნატალია გონჩაროვა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნატალია გონჩაროვა დაიბადა სოფელ ნაგაევოში, ტულასთან ახლოს, რუსეთი, 1881 წელს. თავდაპირველად მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში სკულპტურას სწავლობდა, თუმცა შემდეგ (1904) ფერწერაზე გადავიდა. მასზე დიდი გავლენა რუსული ხალხური ხელოვნების პრიმიტიულმა ასპექტებმა იქონია, რაც კარგად ჩანს მის ადრინდელ ნამუშევრებში, სადაც ის ამ ელემენტებს ფოვიზმსა და კუბიზმს უკავშირებს. მეუღლესთან, მიხაილ ლარიონოვი, ერთად ის აყალიბებს მიმდინარეობას „რაიონიზმი“. რევოლუციამდელი რუსეთის ავანგარდის პოპულარიზაციაში მთავარი წვლილი სწორედ მათ ეკუთვნის. მათი ორგანიზებით მოეწყო გამოფენა „ვირის კუდი“ (1912) მოსკოვში და იმავე წელს მიუნხენში.

გაერთიანება „ვირის კუდი“ შეიქმნა ევროპულ ხელოვნებასთან გასამიჯნავად და დამოუკიდებელი თანამედროვე ხელოვნების რუსული სკოლის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა ფუტურიზმის გავლენა საკმაოდ ძლიერია გონჩაროვას გვიანდელ ტილოებში. თავდაპირველად ხატებითა და ეთნიკური რუსული პრიმიტივიზმით გატაცებული გონჩაროვა რუსეთში სახელს ითქვამს მისი ფუტურისტული ნამუშევრებით, როგორიცაა „ველოსიპედისტი“ და გვიანდელი რაიონისტული ტილოებით. გაერთიანების წევრები, როგორც მოსკოვის ფუტურისთა ლიდერები, ხშირად აწყობდნენ პროვოკაციულ ლექცია-საღამოებს მათი იტალიელი კოლეგების მსგავსად.

გონჩაროვა ასევე ჩართული იყო გრაფიკულ დიზაინში — წერდა და ხატავდა ილუსტრაციებს ფუტურისტული სტილის წიგნებისთვის.

გონჩაროვა ავანგარდული ჯგუფი Der Blaue Reiter წევრი იყო მისი დაფუძნებიდან (1911). 1915 წელს მან საბალეტო კოსტუმების და სცენების დიზაინზე დაიწყო მუშაობა ჟენევაში. 1921 წელს პარიზში გადადის, სადაც ის რამდენიმე სცენას აწყობს სერგეი დიაგილევის „Ballets Russes“-თვის.

გარდაიცვალა 1962 წელს პარიზში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება