ნარუჯები

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

ნარუჯები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

დასახლებული პუნქტი
ნარუჯები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°57′18″ ჩ. გ. 43°37′44″ ა. გ. / 41.95520194° ჩ. გ. 43.62902806° ა. გ. / 41.95520194; 43.62902806
ნარუჯები — საქართველო
ნარუჯები

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ნარუჯებს არ იცნობენ, იგი არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

1945 წლისათვის აქ სახლობდნენ გვარები: ბარბაქაძე და წიქარიშვილი. XX საუკუნის 50-იან წლებში მოსახლეობა ჩამოასახლეს ქ. ხაშურში და სოფელმა არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 20, 20 მაისი, 2019, გვ., 4