ნაპოს მღვიმე
მღვიმე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ნაპოს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვულ პლატოზე, ტაბაკელის ქედის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე აბაშის აუზში, სოფელ პირველი ბალდის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 730 მ სიმაღლეზე. მღვიმე გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. წარმოადგენს 10 მეტრის სიგრძის რკალის ფორმის გვირაბს, რომლის შესასვლელის სიმაღლეა — 1,5 მ, ხოლო სიგანე — 2 მ. იგი იკეტება სიფონური ტბით. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ლოდები. ჰავა სტატიურია. მღვიმიდან გამოდის პატარა ნაკადული. სიფონური ტბის სიღრმე 1,5 მ-ს აღემატება. მღვიმეში ბინადორობენ ობობები, მწერებიდან ლიმონია.
ნაპოს მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 730 მ |
სიგრძე | 10 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.