თარგი:Учёный

ნანი სედერკროიცი
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1866(1866-03-19)[1]
დაბ. ადგილი კანი
გარდ. თარიღი 8 დეკემბერი, 1950(1950-12-08) (84 წლის)
გარდ. ადგილი ჰელსინკი
მოქალაქეობა ფინეთი
საქმიანობა მწერალი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
მეუღლე Emil Waldemar Cedercreutz
მამა Alexander Wilhelm Lagerborg

ნანი სედერკროიცი დაბ. ება ლუიზა ნანი ლაგერბორგი (ფინ. Nanny Cedercreutz ; შვედ. Ebba Louise Nanny Lagerborg; დ. 19 მარტი, 1866, კანი8 დეკემბერი, 1950, ჰელსინკი ) — ფინელი მწერალი და მათემატიკოსი.[2][3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ება ლუიზა ნანი ლაგერბორგი დაიბადა კანში 1866 წლის 19 მარტს კაპიტან ალექსანდრე ვილჰელმ და მისი მეუღლის ნანი ფრანცენ ლაგერბორგების ოჯახში. ლაგერბორგები — უძველეს ფინურ-შვედური გვარი, რომლის წარმომადგენლები საუკუნეების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდნენ სამთავრობო და სამხედრო საქმეებში. [4] ნანის მშობლები ზამთარს კანში ატარებდნენ, რადგან მამა ფილტვის ტუბერკულოზით იყო დაავადებული და უფრო რბილი კლიმატი სჭირდებოდა. გოგონას დედა ბავშვის დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. [5]

ნანიმ ბავშვობა გაატარა ჰელსინკში. იქ დადიოდა სკოლაში. 1885 წელს გაემგზავრა ჟენევაში ფრანგული ენის შესასწავლად. ჟენევაში მან მათემატიკის მიმართ ინტერესი გამოავლინა. ესწრებოდა მათემატიკისა და ფიზიკის ლექციებს ჟენევის უნივერსიტეტში. 1886 წელს სწავლა განაგრძო სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ მაგნუს მიტაგ-ლეფლერი და კნუტ იოჰან ანგსტრომი. 1888 წელს ნანი ლაგერბორგმა დაიცვა დისერტაცია ფიზიკაში. [5]

მას შემდეგ, რაც სწავლა დაასრულა სტოკჰოლმში, ნანი ლაგერბორგი გაემგზავრა პარიზში და სორბონაში განაგრძო სწავლა მათემატიკის და ფიზიკის მიმართულებით. 1890 წლის იანვარში მან წაიკითხა ლექცია საფრანგეთის მათემატიკური საზოგადოების წინაშე, ხოლო თებერვალში იგი მიიღეს საზოგადოების წევრად და გახდა მეორე ქალი სოფია კოვალევსკაიას შემდეგ, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. იმავე წელს მან მიიღო მათემატიკის მეცნიერებათა ლიცენტიანტის ხარისხი. [5]

1892 წელს ნანი ლაგერბორგი ცოლად გაჰყვა ექიმ ბარონ ემილ ვალდემარ სედერკროიცს (1852–1924). 1893 და 1906 წლებში წყვილს ხუთი შვილი შეეძინა: კარლ ვილჰელმ სედერკროიცი, კიერსტინ სედერკროიცი (გარდაიცვალა დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ), პერ უოლდემარ სკრაგე-სედერკროიცი და ევა მარგარეტა ბანგი, რომლის მეუღლის ძმისშვილი ცნობილი ფერმწერი იყო.[5] 1912 წელს შედგა ნანი სედერკროცის, როგორც მწერლის დებიუტი. იგი ზოგჯერ ფსევდონიმით (ალა ან ბენგტ ივარსონი) წერდა. მის კალამს ეკუთვნის რომანები ახალგაზრდებისთვის, პოეზიის კრებულები, რითმირებული ქრონიკები და მოგზაურობისა და ბუნების ისტორიები. ნანი სედერკროიცმა ასევე დაწერა თავისი ახალგაზრდობის ავტობიოგრაფია, რომელიც ილუსტრირებულია ნახატებითა და ფოტოებით. [4]

1914 წლიდან 1948 წლამდე მან დაწერა ცამეტი წიგნი შვედურ ენაზე; ცხრა საკუთარი სახელით, ერთი ფსევდონიმით ალა და სამი მამაკაცის სახელით — ბენგტ ივარსონი.

ბარონესა ნანი სედერკროიცი გარდაიცვალა 1950 წლის 8 დეკემბერს ჰელსინკში 84 წლის ასაკში. [4]

  1. Nanny CedercreutzSLS.
  2. Rahikainen, Agneta (2007). "Nanny Cedercreutz". blf.fi (ფინ.). Lexikon för Finland. Retrieved 22 February 2024.
  3. Vem Och Vad? Biografisk Handbok (შვედ.) H.Schildt. 1930. p. 85. Retrieved 6 February 2022.
  4. 4.0 4.1 4.2 Ladies in the Laboratory II 2004.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Biografiskt lexikon för Finland.