ნანდა-დევის ეროვნული პარკი
ნანდა-დევის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში. მდებარეობს მწვერვალ ნანდა-დევის (7 817 მ) გარშემო, ზღვის დონიდან 3 500 მეტრზე. მისი ფართობი შეადგენს 630.33 კმ²-ს. პარკი შეიქმნა 1982 წელს, ხოლო 1988 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ნანდა-დევის ეროვნული პარკი და ყვავილების ხეობა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ეროვნული პარკის რუკა | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 30°25′07″ ჩ. გ. 79°50′59″ ა. გ. / 30.41861° ჩ. გ. 79.84972° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 335 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 335 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პარკი გარს ერტყმის ნანდა-დევის ნაკრძალს, მყინვარულ აუზს, რომელიც მოიცავს 6.000 მეტრზე მეტი სიმაღლის მწვერვალების მასივს. იუნესკოს სიაში შესულია მსი ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ყვავილების ხეობის ეროვნულ პარკთან ერთად, რომელიც ამ სიას 2005 წელს დაემატა.
პარკის ტერიტორია დაუსახლებელია. ნაკრძალში დაცულია ლურჯი ცხვარი, თოვლის ლეოპარდი, შავი დათვი და ფრინველის ზოგიერთი სახეობა. ალპურ ზონაში გავრცელებულია მცენარეთა ენდემური სახეობები. პარკის მეორე ნაწილი გამოირჩევა მყინვარებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Nanda Devi and Valley of Flowers National Parks
- Nanda Devi Trek დაარქივებული 2008-11-05 საიტზე Wayback Machine.