ნანა (სიმღერა)
ქართული ხალხური სააკვნე სიმღერა
„ნანა“ — ქართული ხალხური სააკვნე სიმღერა. „ნანას“ ტექსტი და ჰანგი ნებისმიერია. იგი მღერადი, ნატიფი, მოქნილი, ერთმუხლოვანი მელოსით გამოირჩევა; მდიდარია ეპითეტებით, საალერსო სიტყვებით („მარგალიტო სადაფზედა, ასხმულო ოქროს ძაფზედა“ ან „ჩემო ოქროს შანდალო, მამის ციხე-ქალაქო, პაპის ოქროს გუთანო“).
„ნანა“ ყრმას სამშობლოსათვის თავდადების გრძნობას უნერგავს. „ნანა“ პირველად ჩაიწერა და 1886 წელს თავის კრებულში გამოაქვეყნა ანდრია ბენაშვილმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბენაშვილი ა., ქართული ხმები, ტფ., 1886;
- იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. ქ ტფ. 1936;
- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 310-311.