ნანა მამაცაშვილი

ქართველი გეოლოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნანა მამაცაშვილი (დ. 12 მარტი, 1937, თბილისი, საქართველო სსრ) — ქართველი მეცნიერი, გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1964 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოში პირველი პალინოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც თავად ხელმძღგვანელობდა. თავისი მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში, 1937 წლის 12 მარტს. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით, ხოლო 1962 წლიდან დაიწყო მუშაობა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, რომელშიც შემდგომ დააარსა პალინოლოგიური ლაბორატორია. ლაბორატორიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტერიტორიაზე მღვიმური ნალექების პალინოლოგიურ შესწავლას. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ კოლხეთის მეოთხეული კონტინენტური ნალექების პალინოლოგიური დახასიათება“. 1991 წელს გამოსცა ნაშრომი „Древнеэвксинская флора Гурии“[1], რომელშიც გურიის ძველ-ევქსინური ფლორა აღწერა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება