ნანა გაბელია (დ. 21 თებერვალი, 1985, გალი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. 2021 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრად.[1] 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 18 სექტემბრამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.[2]

ნანა გაბელია
ნანა გაბელია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 2023 – 18 სექტემბერი, 2024
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიეკა ხოფერია
მემკვიდრედავით მორგოშია

პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიდავით ფაცაცია
მემკვიდრეგიორგი გაბედავა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 აგვისტო 2021 – 15 სექტემბერი 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

დაბადებული21 თებერვალი, 1985 (1985-02-21) (39 წლის)
გალი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები2
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

2002 წელს სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. 2002 წელსვე ჩაირიცხა ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

2005 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „რესურს ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტი. 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოადგილედ, ხოლო 2007-2008 წლებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველად. 2008-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტში იურისტად. 2013-2019 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურისტი. 2014-2019 იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2019-2020 წლებში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2020-2021 წლებში ეკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მთავარი მრჩევლის თანამდებობა. 2021 წელს იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 31 ივლისამდე იყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა“. abkhazia.gov.ge. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა
წინამორბედი:
დავით ფაცაცია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
2021-31 აგვისტო, 2023
შემდეგი:
გიორგი გაბედავა
წინამორბედი:
ეკა ხოფერია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი
1 აგვისტო, 2023-18 სექტემბერი, 2024
შემდეგი:
დავით მორგოშია