ნამუშევარი ავტორის გარეშე
ნამუშევარი ავტორის გარეშე(გერმ. : Werk ohne Autor, ლიტ. 'Work Without Author', ამერიკულ კინოგაქირავებაში: (ინგლ. Never Look Away) „არასდროს მოაცილო მზერა“) — 2018 წელს გამოსული გერმანული რომანტიკული დრამა, გადაღებული ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის მიერ. ფილმი აგებულია გერმანელი მხატვრის გერჰარდ რიხტერის ბიოგრაფიაზე. ფილმი ოსკარის ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
„ნამუშევარი ავტორის გარეშე“ | |
---|---|
ჟანრი | რომანტიკული დრამა |
რეჟისორი | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი |
სცენარის ავტორი | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი |
როლებში | ტომ შილინგი, სებასტიან კოხი, პაულა ბერი |
კომპოზიტორი | სებასტიან კოხი |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
პრემიერა | 4 სექტემბერი, 2018 |
ხანგრძლივობა | 189 წთ. |
ქვეყანა | |
ენა | გერმანული |
შემოსავალი | 6.2 მილიონი $ |
სიუჟეტი
რედაქტირება1937 წელი, დრეზდენი. ფილმის მთავარ გმირ, პატარა ბიჭუნა კურტ ბარნერტს ულამაზესი დეიდა ელიზაბეთი მუზუემში წაიყვანს და ხელოვნებას აცნობს. ერთხელაც სახლში დეიდას პიანინოს დაკვრისას ისტერიული შეტევები დაეწყება და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვენენ. ელიზაბეტი კურტს დაარიგებს რომ არასოდეს მოწყვიტოს მზერა, რადგან ყველაფერი რაც სიმართლეა, თავისი სილამაზე აქვს. რასაც კურტი მთელი ცხოვრების მანძილზე დაიხსომებს. ნაცისტთა ექიმ, პროფესორ კარლ ზებანდის დასკვნის საფუძველზე ელიზაბეტს „შიზოფრენიის“ დიაგნოზს დაუსვავ და მოკლავენ.
ომის დასრულების შემდეგ ზებანდს რუსები ტყვედ ჩაიგდებენ, თუმცა შსსკ-ს მაიორის მურავიოვის მშობიარე ცოლს საკუთარი სურვილით გადაარჩენს და ისიც გაათავისუფლებს. კარლი შეიცლის სახელს და გდრ-ში გააგრძლებს საქმიანობას. კურტი, სოციალისტურ რეჟიმში, მხატვრობას სწავლობს და ელიზაბეტს გაიცნობს, რომელიც ექიმ ზებანდის შვილია. თუმცა არ იცის რომ მისი დეიდის დაღუპვაშია დამნაშავე. ვერც კარლი ხვდება კურტის ვინაობას, მაგრამ წინააღმდეგია მისი და ელიზაბეტის ურთიერთობის.
ცოტა ხანში უკვე გენერალი მურავიოვი კარლს დაიბარებს და ეტყვის რომ მოსკოვში გადაყავთ და ვეღარ დაიფარავს, რის გამოც ექიმი დასავლეთ გერმანიაში გარბის. მალე კურტიც მიხვდება რომ სოციალისტურ რეალიზმში საკუთარ ნიჭს ვერ გამოვლენს და 1961 წელს ელიზაბეტასთან ერთად ისიც დასავლეთში გარბის. ის დიუსელდორფში, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებს, სადაც სრული თავისუფლებაა შემოქმედებაში. მისი ლექტორი კურტში დიდ ნიჭს აღმოაჩენს და ურჩევს ნიჭი სწორად წარმართოს. ცოტა ხანში კურტი გაზეთში ნახავს სტატიას, ზებანდის უფროსის, ნაცისტების ექიმის დაპატიმრების შესახებ, მუზა გაეხსნება და საკუთარი მოსაზრებით ძველი შავ-თეთრი სურათების დახატვას იწყებს. ერთად დახატავს დეიდა ელიზაბეტის და კარლს. როცა კარლი ნახავს ამ ნამუშევარს, მიხვდება ვინც არის კურტი და გადაიკარგება.
რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე პოპულარული მხატვარი, კურტი პერსონალურ გამოფენას ატარებს და ჟურნალისტები მისგან ინტერვიუს იღებენ, იქვე კი მისი ცოლი ელიზაბეტი, შვილთან ერთად დგას. კურტი მიხვდება რომ შეუძლია თამამად უყუროს წარსულს და საკუთარ ხმას მისწვდეს.
მსახიობები
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
ტომ შილინგი | ტომ შილინგი |
სებასტიან კოხი | პროფესორი კარლ ზებანდი |
პაულა ბერი | ელი ზებანდი |
სასკია როსენდალი | ელიზაბეთ მაი |
ოლივერ მაზუჩი | პროფესორი ანტონიუს ვან ვერტენი |
ინა ვეისი | მარტა ზებანდი |
ჯილდოები
რედაქტირებაპრემია | წლები | კატეგორია | ნომინაცია | შედეგი |
---|---|---|---|---|
ვენეციის კინოფესტივალი | 2018 | ოქროს ლომი | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი | ნომინაცია |
ვენეციის კინოფესტივალი | 2018 | Arca CinemaGiovani Award | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი | გამარჯვებული |
ვენეციის კინოფესტივალი | 2018 | Leoncino d'Oro | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი | გამარჯვებული |
Young Cinema Award | 2019 | საუკეთესოს საერთაშორისო ფილმი | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი | გამარჯვებული |
ოქროს გლობუსი | 2019 | საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი | ნომინაცია |
ოსკარი | 2019 | საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი | ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი | ნომინაცია |
ოსკარი | 2019 | საუკეთესო ოპერატურისთვის | კალებ დეშანელი | ნომინაცია |