გერჰარდ რიხტერი (გერმ. Gerhard Richter; დ. 9 თებერვალი, 1932, დრეზდენი) — გერმანელი მხატვარი.

გერჰარდ რიხტერი
Gerhard Richter
დაიბადა 9 თებერვალი, 1932 (1932-02-09) (92 წლის)
დაბადების ადგილი დრეზდენი, ვაიმარის რესპუბლიკა
ეროვნება გერმანელი
სფერო ფერწერა
მომზადება დრეზდენის ხელოვნების აკადემია
დიუსელდორფის მხატვრობის აკადემია
მიმდინარეობა კაპიტალისტური რეალიზმი
ჟანრი აბსტრაქციონიზმი[1] , installation art, პორტრეტი[1] , ანიმალისტური ფერწერა[1] , პეიზაჟი[1] , საჟანრო ფერწერა[1] , მარინა[1] , ნატურმორტი[1] და cityscape[1]
საიტი gerhard-richter.com

სამხატვრო განათლება მიიღო დრეზდენის ხელოვნებათა აკადემიაში (1951). მისი მასწავლებლები იყვნენ კარლ ფონ აპენი, ულრიხ ლომარი და უილ გროჰმანი. კარიერის ამ ადრეულ პერიოდში აქვს მას შექმნილი მიურალი „ზიარება პიკასოსთან“ (1955), როგორც აკადემიის საბაკალავრო ნაშრომი. მას მოჰყვა მეორე მიურალი გერმანიის ჰიგიენის მუზეუმისთვის სახელწოდებით „ლებენსფროიდე“ (სიცოცხლის სიხარული), როგორც სადიპლომო ნაშრომი.

ორივე ნაშრომი საღებავით დაფარეს იდეოლოგიური მოსაზრებით, მას შემდეგ რაც რიხტერი აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიაში გაიქცა (2 თვეში ბერლინის კედლის აღმართვიდან); გერმანიის გაერთიანების შემდეგ კედლის ნახატი „ლებენსფროიდე“ შემთხვევით აღმოაჩინეს მუზეუმის კიბის უჯრედის ერთ-ერთ კედელზე.

1957-61 წლებში რიხტერი მთავარ შეგირდად მუშაობს აკადემიაში და გდრ-ის მთავრობის დავალებებს ასრულებდა. ამ პერიოდში ის ინტენსიურად მუშაობდა მიურალზე „არბაიტერკამპფ“ (მუშის ბრძოლა), ზეთის ტილოებზე (მათ შორის აღმოსავლეთ გერმანელი მსახიობი ანგელიკა დომროსისა და რიხტერის პირველი მეუღლის პორტრეტებზე), რამდენიმე ავტოპორტრეტსა და დრეზდენის პანორამაზე სახელწოდებით „შტადტბილდ“ (ქალაქის პანორამა, 1956).

რიხტერი მოწვეული პროფესორი იყო სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, ჰამბურგი, და ნოვა სკოტიას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში რამდენიმე წელი, სანამ დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიის პროფესორი გახდებოდა 1971 წელს. 1983 წელს რიხტერი კელნში გადადის, სადაც ის დღემდე ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 RKDartists