ნაკანო სიგეჰარუ (დ. 25 იანვარი, 1902, ფუკუის პრეფექტურა — გ. 24 აგვისტო, 1979) — იაპონელი მწერალი, პუბლიცისტი. დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი (1927). პროლეტარული ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის 20-იანი წწ. მოძრაობის მონაწილე, ახალი იაპონური ლიტერატურული საზოგადოების (1945) ერთ-ერთი ორგანიზატორი. ფართოდაა ცნობილი მისი ლექსი "სიმღერა" (1926) და მოთხრობები "გაზაფხულის ქარი" (1925). "ტეცუს ნაამბობი" (1929), "შაქარი" (1930). ავტობიოგრაფიული ხასიათის თხზულებებია "სოფლის სახლი" (1935), "სიმღერასთან დამშვიდობება" (1939).

ნაკანო სიგეჰარუ
იაპონ. 中野重治
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1902(1902-01-25)
დაბადების ადგილი საკაი
გარდაცვალების თარიღი 24 აგვისტო, 1979(1979-08-24) (77 წლის)
საქმიანობა პოლიტიკოსი, რომანისტი, პოეტი და მწერალი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჯილდოები იომიურის პრემია და ნომის ლიტერატურული პრემია
მეუღლე Izumi Hara

ლიტერატურა

რედაქტირება