ნავთლუღის სამაროვანი

ნავთლუღის სამაროვანი — გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII-XII საუკუნეები) არქეოლოგიური ძეგლი თბილისის (კერძოდ ნავთლუღი-ის) ტერიტორიაზე, ნავთიჭალაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება მდინარე მტკვარი, ხოლო ჩრდილოეთით და ნაწილობრივ აღმოსავლეთით მდინარე ორხევი. აღმოჩნდა 1950 წელს. გათხრილია 8 ორმოსამარხი, გათხრებს დ. ქორიძე ხელმძღვანელობდა. ნაპოვნია ბრინჯაოს სხვადასხვა ტიპის იარაღი (სატევრები, შუბები, სამკუთხა თხელი ისრისპირები, აღმოსავლური ქართული ცული, კაუჭი), სამკაული (საკისრე რგოლი, საკინძები, სარდიონის მძივები, სამაჯურები), საოჯახო ნივთები (სპილენძის ქვაბი, თიხის ქოთნები, დერგები, ჯამები, ლანგრები და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქორიძე დ., გვიანბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები თბილისიდან (ნავთლუღი), «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1954, ტ. 18B;
  • მისივე, თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, ტ. 1, თბ., 1955;