ნავარძეთის ციხე
ნავარძეთის ციხე — გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე. მდინარე ყვირილის ნაპირზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ციხე მდინარესთან დაკავშირებული იყო გვირაბით. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეკლესიისა და სასახლის ნანგრევები.
1709 წელს ციხე იმერეთის მსხვილმა ფეოდალმა ქველი წერეთელმა დაიკავა და აქ მდგარი ზარბაზნები კაცხის ციხეში გადაიტანა. 1740–1741 წწ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს ნავარძეთის ციხეში ტყვეობაში ჰყავდა ქართლის სააბაშიოს განმგებელი ვახუშტი აბაშიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 288.