ნადირა საღირის-ძე ხოშარაულიხევსური სახალხო გმირი, სოფელ ბაცალიგოს თემიდან. 1659 წლის კახეთის აჯანყების მონაწილე, ხევსურთა ჯარის წინამძღოლი. გადმოცემის მიხედვით, აჯანყების სხვა მეთაურებთან ერთად შეუპყრიათ და შაჰისათვის მიუგვრიათ სპარსეთში, სადაც წამებით მოუკლავთ, ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის (ხოშარეულის) პროტოტიპია.

ლიტერატურა

რედაქტირება