ნადია შარმინი
ნადია შარმინი — ბანგლადეშელი ჟურნალისტია. 2015 წელს მან მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის.[1]
ნადია შარმინი | |
---|---|
დაბადების თარიღი | XX საუკუნე |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
მოქალაქეობა | ბანგლადეში |
ჯილდოები | International Women of Courage Award |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯერ კიდევ საშუალო სკოლაში ნადია შარმინს სურდა ჟურნალისტი გამხდარიყო. 2009 წელს იგი გახდა კრიმინალური ამბების რეპორტიორი.[1] 2013 წელს შარმინი აშუქებდა ისლამურ მიტინგს მისი დამსაქმებლის Ekushey Television-ისთვის, როდესაც მას თავს დაესხნენ „Hefazat-e-Islam“-ის აქტივისტები. მიტინგზე მოთხოვნილი იყო შეზღუდილიყო ქალთა და მამაკაცთა ღია გაერთიანება ერთ სივრცეში, დასჯილიყვნენ ათეისტები, ქალებს ეტარებინათ თავსაბურავები და სხვა რელიგიური რეგულაციები.[2] ჰეფაზატის მოთხოვნების 13-პუნქტიანი სია მოუწოდებდა მთავრობას უარი თქვათ ახლანდელ ქალთა პოლიტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის მიღწევას.[3] მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება არ დაფიქსირებულა, ჟურნალისტებს თავს დაესხნენ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის დაკასა და ჩიტაგონგში. თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად და შელახეს ჟურნალისტების ღირსება.[4] შარმენში თავდამსხმელები თავს დაესხნენ ქალებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჰიჯაბის გარეშე იყვნენ. ნადია თვლიდა, რომ მას თავს დაესხნენ „მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ“.[5]
50-60 ადამიანი, ვინც მას თავს დაესხა, დაედევნა და წყლის ბოთლები და აგურის ნატეხები დაუშინა გაქცეულებს. როცა ნადია მიწაზე დაეცა, მას მუშტები და წიხლები ურტყეს მთელ სხეულზე. რამდენიმე რეპორტიორმა და ოპერატორმა სცადა მისი გადარჩენა და თავად გახდა მოძალადეების სამიზნე.
შარმინი სასწრაფოდ გადაიყვანეს დაკას სამედიცინო კოლეჯში და საავადმყოფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, იგი გადაიყვანეს ბანგაბანდუ შეიხ მუჯიბის სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციაში იქნა შეტანილი განცხადება,[6] მაგრამ არავინ არ დაპატიმრებულა 2013 წლის ივლისამდე, როდესაც ორგანიზაცია „Human Rights and Peace in Bangladesh“, შარმინის დახმარებისთვის მიმართა უზენაეს სასამართლოს, დაკავებულები არ ყოფილან. სასამართლომ მოითხოვა დამნაშავეების დაპატიმრება და დაადგინა, რომ მთავრობა პასუხისმგებელია შარმინის სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვაზე, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ.[7][1]
გამოჯანმრთელების შემდეგ შარმინი დაბრუნდა სამუშაოდ, როგორც კრიმინალური საქმეების რეპორტიორი სხვა საინფორმაციო სააგენტოში. 2015 წელს მუშაობდა Ekattor TV-ში.[8] მასზე თავდასხმამ გააძლიერა ქალთა უფლებების აქტივისტების გადაწყვეტილება, რომლებმაც თავდასხმის შემდეგ მოაწყეს რამდენიმე აქცია სხვადასხვა პრესკლუბების, ბანგლადეშის ქალთა სამართლის ეროვნული ასოციაციის (BNWLA) და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.[9] 2014 წელს, მისი ისტორია გამოიყენეს აქტივისტებმა გლობალურ კამპანიაში „One Billion Rising for Justice“, რითიც მოუწოდეს ბანგლადეშის მთავრობას უზრუნველყოს დაცვა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის თანახმად.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 „Biographies of 2015 Award Winners“. U.S. State Department. 2015-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-03-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Bashar, Reazul (2013-04-06). „Women denied entry to Hifazat rally area“. bdnews24.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-07. ციტირების თარიღი: 2015-03-12.
- ↑ ASK strongly protests and criticizes the attack on female journalist by Hefazat-a-Islam. Ain O Salish Kendra (ASK) (2013-04-09). ციტირების თარიღი: 2015-03-13
- ↑ Bidhan, Probir (2013-08-02). „Journalist Nadia Sharmeen, Shahbagh and Islamisation“. GroundReport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-21. ციტირების თარიღი: 2015-03-12.
- ↑ „Bangladesh: Action needed now to stop gender-based violence against journalists“. Article19. 2013-04-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-16. ციტირების თარიღი: 2015-03-12.
- ↑ „60 sued for attacking ETV journo Nadia“. Dhaka Tribune. 2013-04-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-13.
- ↑ „HC orders arrest of Nadia Sharmin’s attackers“. Dhaka Tribune. 2013-07-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-13.
- ↑ „Bangladeshi journalist receives International Woman of Courage Award“. nextnewsbd.com. 2015-03-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-13. ციტირების თარიღი: 2015-03-13.
- ↑ „Assault on female journo incites outrage in B'desh“. The Daily Star. 2013-04-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-08. ციტირების თარიღი: 2015-03-13.
- ↑ „End to violence against women demanded“. JournalBD. 2014-02-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-14. ციტირების თარიღი: 2015-03-13.