ნაგოიის უნივერსიტეტი

ნაგოიის უნივერსიტეტი (იაპონ. 名古屋大学, აბრ. Meida (名大) ან NU[7]) ― იაპონიის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი. მდებარეობს ჩიკუსა-კუში, ნაგოიაში. ის მე-7 საიმპერიო უნივერსიტეტი იყო იაპონიაში და ერთ-ერთი პირველ ხუთ შემუშავებულ ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. შედის იაპონიის მთავრობის მიერ განსაზღვრული გლობალური საუნივერსიტეტო პროექტის ტოპ უნივერსიტეტებს შორის. ნაგოიის უნივერსიტეტი მესამე უმაღლესი შეფასების მქონე უნივერსიტეტია იაპონიაში (84-ე მსოფლიო მასშტაბით),[8]

დაფუძნდა 1939
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამეცნიერო გამომცემლობა
თავმჯდომარე Seiichi Matsuo[1]
სტუდენტი 15 834[2]
ქვეყანა იაპონია
კავშირები arXiv[3] , ORCID[4] , Association of Pacific Rim Universities[5] და Open Education Global[6]
ნაგოიის უნივერსიტეტი — იაპონია
ნაგოიის უნივერსიტეტი
https://www.nagoya-u.ac.jp, https://en.nagoya-u.ac.jp და https://cn.nagoya-u.ac.jp

უნივერსიტეტი საკატას ფიზიკის სკოლისა და ჰირატას ქიმიის სკოლის დაბადების ადგილია. 2021 წლისთვის ნობელის პრემიის 7 ლაურეატია უნივერსიტეტთან დაკავშირებული. ამ მაჩვენებლით ნაგოიის უნივერსიტეტი იაპონიისა და აზიის მასშტაბით მხოლოდ კიოტოს უნივერსიტეტსა და ტოკიოს უნივერსიტეტს ჩამორჩება.

 
ნაგოიის საიმპერიო უნივერსიტეტი ― იაპონიის იმპერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი უნივერსიტეტი

ნაგოიის უნივერსიტეტის ისტორია 1871 წლიდან იწყება, როდესაც უნივერსიტეტის ადგილას დროებითი სამედიიცნო სკოლა/საზოგადოებრივი ჰოსპიტალი არსებობდა. 1939 წელს ის ნაგოიის საიმპერიო უნივერსიტეტი ((名古屋帝国大学) გახდა, იაპონიის იმპერიის უკანასკნელი საიმპერიო უნივერსიტეტი. 1947 წელს უნივერსიტეტს სახელი შეეცვალა, ნაგოიის უნივერსიტეტი (名古屋大学) ეწოდა და იაპონიი ეროვნული უნივერსიტეტი გახდა. უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს ფიზიკისა და ქიმიის დარგში. მსოფლიო კლასის კვლევით მიღწევებს შორის აღსანიშნავია: საკატას მოდელი, პმნს მატრიცა, ოკაზაკის ფრაგმენტი, ნოიორის ასიმეტრიული ჰიდროგენაცია და ლურჯი მანათობელი დიოდები.

2012 წლის მარტში ნაგოიის უნივერსიტეტმა ინოვაციურ ნანობიომოწყობილობების საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა.[9] სამი წლის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ერთეულმა ნაგოიის უნივერსიტეტი გენდერული თანასწორობის მხრივ ხუთ ჩემპიონ უნიხერსიტეტს შორის დაასახელა.[10]

ფაკულტეტები და სკოლები

რედაქტირება
 
ნაგოიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ნაგოიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლების, სამართლის, ეკონომიკის, ინფორმატიკის, მეცნიერების, მედიცინის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტები.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლებისა და ჰუმანური განვითარების, სამართლის, ეკონომიკის, ინფორმატიკის, მეცნიერების, მედიცინის, ინჟინერიის, ბიოსასოფლო-სამეურნეო მეცნიერებების, საერთაშორისო განვითარების, მათემატიკის, გარემოს კვლევებისა და ფარმაცევტული მეცნიერებების სკოლები.

კვლევითი ინსტიტუტები

რედაქტირება

ნაგოიის უნივერსიტეტში რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტია მოწყობილი, როგორებიცაა: ტრანსფორმაციული ბიომოლეკულების ინსტიტუტი, კოსმოსისა და დედამიწის გარემოს კვლევების ინსტიტუტი, მდგრადი განვითარების მასალებისა და სისტემების ინსტიტუტი და ნაწილაკებისა და სამყაროს წარმოშობის კობაიაში-მასაკავას ინსტიტუტი. უნივერსიტეტის მიწისძვრებისა და ვულკანების კვლევითი ცენტრი ეროვნული მიწისძვრების საკოორდინატორო კომიტეტის ნაწილია.[11]

რეიტინგი

რედაქტირება
 
ნაგოიის უნივერსიტეტის ჰიგაშიიამას კამპუსი

ნაგოიის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია.

2021 წლის მონაცემებით უნივერსიტეტების მსოფლიო აკადემიურ რეიტინგში ნაგოიის უნივერსიტეტს იაპონიის მასშტაბით მე-3, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 84-ე ადგილი უკავია.[12] 2022 წლის QS-ის უნივერისტეტების მსოფლიო რეიტინგში ნაგოიის უნივერსიტეტი 118-ე, ხოლო QS აზიური უნივერსიტეტების რეიტინგში 28-ე ადგილზეა.[13] Times Higher Education World university Rankings-ის მიხედვით ნაგოიის უნივერსიტეტი მე-7 ადგილზეა იაპონიის მასშტაბით, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 351-400 ადგილზეა.[14] 2009 წელს Toyo Keizai-ის „ნამდვილად ძლიერი უნივერსიტეტების“ რეიტინგში ნაგოიის უნივერსიტეტმა მე-15, ხოლო 2010 წელს 21-ე ადგილი დაიკავა.[15] კავაიჯუკუს სკოლამ ნაგოიის უნივერსიტეტი იაპონიის მე-8 საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა.[16]

კვლევითი რეიტინგი

რედაქტირება
 
ტოიოდას აუდიტორია

ნაგოიის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი მოწინავე კვლევითი ინსტიტუტია. იაპონიაში სამეცნიერო კვლევების ზოგად რეიტინგში უნივერსიტეტს მე-6 ადგილი უკავია. გამოქვეყნებული ნაშრომების 1.3% ხშირად ციტირებადი ნაშრომებია.[17] F 2019 წელს იაპონიის უნივერსიტეტებს შორის ნაგოიის უნივერსიტეტი მე-5 ადგილზე გავიდა დამტკიცებული პატენტების რაოდენობის (111) მიხედვით.[18] Thomson Reuters-ის 2011 წლის რეიტინგის მიხედვით ნაგოის უნვიერსიტეტი მე-5 საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტია იპონიაში. უნივერსიტეტის კვლევითი სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია ფიზიკაში (მე-6 იაპონიის, 61-ე ― მსოფლიო მასშტაბით), ქიმიაში (მე-7 იაპონიაში, 43-ე ― მსოფლიოში) და ბიოლოგია-ბიოქიმიაში (მე-5 იაპონიაში, 97-ე ― მსოფლიოში).[19]

ცნობილი კურსდამთავრებულები

რედაქტირება

ნაგოიის უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: სიოიტი საკატა ― ფიზიკოსი. ცნობილია სუბატომური ნაწილაკების (საკატას მოდელი) შესახებ თეორიული ნაშრომებით. ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ფიზიკის დარგში; მაკოტო კობაიაში ― ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში CKM მატრიცის შექმნისთვის (2008); ტოსიჰიძე მასკავა ― ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში CKM მატრიცის შექმნისთვის (2008); ისამუ აკასაკი ― ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში ლურჯი მანათობელი დიოდების შექმნისთვის (2014); სიუკურო მანაბე ― ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში დედამიწის კლიმატის ფიზიკური მოდელის შექმნისთვის; რიოძი ნოიორი ― ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (2001), აკადემიური კარიერის დიდი ნაწილი უნივერსიტეტში კვლევასა და სწავლებას დაუთმო; ოსამუ შიმომურა ― ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (2008) მწვანე მანათობელი ცილებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://en.nagoya-u.ac.jp/about_nu/president/profile/index.html
  2. https://www.nagoya-u.ac.jp/about-nu/upload_images/NU_profile2022_gakuseisuu.pdf
  3. Our Members / Tier 3
  4. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  5. https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
  6. https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
  7. Tokyo's Meiji University's 明大 is pronounced identically
  8. Academic Ranking of World Universities (2021).
  9. ISIN 2012 დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine. . Square.umin.ac.jp. Retrieved on 2014-06-16.
  10. Press release: UN Women announces bold commitments to gender equality from 10 partners across the world.
  11. CCEP | Organizations. ციტირების თარიღი: 2022-09-17
  12. Shanghai Ranking-Universities. ციტირების თარიღი: 2021-11-26
  13. Nagoya University en. ციტირების თარიღი: 2021-11-26
  14. Nagoya University en (2021-10-30). ციტირების თარიღი: 2021-11-26
  15. Truly Strong Universities Japanese. Toyo Keizai (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2012. ციტირების თარიღი: April 29, 2011.
  16. Kawai 30 Top Japanese Universities. Kawaijuku (2001). ციტირების თარიღი: April 29, 2011.
  17. インパクトの高い論文数分析による日本の研究機関ランキング2021年版を発表 en-US (2021-04-18). ციტირების თარიღი: 2021-11-26
  18. 特許行政年次報告書2020年版 , Japanese patent office, accessed 26 November, 2021.
  19. Thomson Reuters 20 Top research institutions in Japan ja. Thomson Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 2022-11-04. (this ranking includes non-educational institutions)