მწვანე მანათობელი ცილები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მწვანე მანათობელი ცილა (ინგლ. green fluorescent protein, GFP) — მედუზა Aequorea victoria-ს მიერ გამოყოფილი ცილა, რომელიც მწვანე დიაპაზონში ფლუორესცირებს ლურჯ განათებაში. ამჟამად ცილის გენი ვრცლად გამოიყენება მანათობელი მომნიშვნელის სახით მოლეკულურ ბიოლოგიაში ქსოვილური ცილების ექსპრესიის შესასწავლად. დამუშავებულია ამ ცილის მოდიფიკაციები ბიოსენსორებში გამოსაყენებლად. ასევე შექმნილია მიზნობრივი მანათობელი ცხოველები (მაგ. ღორები), რომელთათვის მანათობელი ცილები გენებშია შეყვანილი და მემკვიდრეობით გადადის. მანათობელი ცილების შემცველი ვირუსული ვექტორები საშუალებას იძლევა სასურველი გენის ორგანიზმში ლოკალურად შეყვანას და მისი პროგრესირების დაკვირვებას. 2008 წელს ოსამუ სიმომურა, მარტინ შალფი და როჯერ ციანი ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ მწვანე მანათობელი ცილების აღმოჩენისა და დამუშავებისთვის.

მედუზა Aequorea victoria.