ნაბეჭდი სქემა

პლატა, რომელზეც მიერთებულია ელექტრონული კომპონენტები

ნაბეჭდი სქემა — ერთ დაფაზე მოთავსებული ელექტროაპარატურის ან რადიოაპარატურის კვანძი, რომლის ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ნაბეჭდი მონტაჟის მეშვეობით. ნაბეჭდი სქემის სახით ამზადებენ მრავალ პასიურ ელემენტს: რეზისტორებსა და კონდესატორებს, საინდუქციო კოჭებსა და ტრანსფორმატორებს, გადამრთველებს, ზემაღალი სიხშირის ელემენტებს, ზოლურ ფილტრებს, ატენიუატორებს და ა. შ. ნაბეჭდ სქემას ფარავენ ტენ- და თერმომედეგი ლაქით. ამგვარად ამზადებენ აგრეთვე ჰიბრიდული და აფსკიანი ინტეგრირებული მიკროსქემების პასურ ელემენტებსაც.

ნაბეჭდი დაფა

ნაბეჭდი სქემა გამოყენების შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება მონტაჟის სიმკვრივე, უმჯობესდება დამზადების ტექნოლოგიურობა და რადიოელექტრონულ მოწყობილობათა კვანძების საიმედოობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება