ნაბეჭდი დაფა
ნაბეჭდი დაფა, ნებეჭდი ფირფიტა — საიზოლაციო ფირფიტა, რომლის ზედაპირებზე ნაბეჭდი მონტაჟის მეთოდით მოთავსებულია საკიდი ელექტრო- და რადიოელემენტების შესაერთებელი გამტარები და საკონტაქტო ბაქნები, გაკეთებულია აგრეთვე მოლითონებული და არამოლითონებული ხვრელები. ნაბეჭდ დაფას ამზადებენ გეტინაქსის, ტექსტოლიტის, რადიოკერამიკისა და სხვა მასალისაგან; იყენებენ დისკრეტული ელემენტების მოდულების, მიკრომოდულებისა და სხვათა დასამაგრებლად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 280.