გეტინაქსიქაღალდისა და სინთეზური ფისებისაგან დამზადებული ელექტროსაიზოლაციო ფენოვანი პლასტიკი. შემკვრელად იყენებენ ფენოლ-ფორმალდეჰიდურ ფისებს, აგრეთვე მელამინ-ფორმალდეჰიდურ, ეპოქსიდურ-ფენოლ-ანილინფორმალდეჰიდურ ფისებს. გეტინაქსში ფისის შეცველობაა 40-55%. იგი გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით, კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებებით. იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად (-65°-დან +105°C-მდე ხანგრძლივი მუშაობისათვის), სხვადასხვა დანიშნულების დეტალების დასამზადებლად და სხვა. ფოლგირებული გეტინაქსისაგან ამზადებენ ნაბეჭდ სქემებს.

გეტინაქსის მაკეტური სქემა, მასზე დამონტაჟებული ელექტრონული კომპონენტებით.

დანიშნულების მიხედვით უშვებენ რამდენიმე მარკის გეტინაქს. გეტინაქსის მარკები დამოკიდებულია მასში გამოყენებული ქაღალდისა და სინთეზური ფისების ტიპებზე. სხვადასხვა მარკის გეტინაქსი ერთმანეთისაგან განსხვავდება ელექტროსაიზოლაციო და მექანიკური მახასიათებლებით, ასევე მათი გამოყენების სპეციფიკით. თავისი დაბალი ღირებულების გამო, გეტინაქსმა ფართო გამოყენება ჰპოვა, როგორც ელექტროტექნიკურ, ისე სამშენებლო და საყოფაცხოვრებო სფეროში.

მახასიათებლები რედაქტირება

  • დაბალი სიმკვრივე (მსუბუქი დეტალები);
  • დაბალი ღირებულება;
  • ელექტროიზოლაციის კარგი მაჩვენებლები;
  • კარგად ექვემდებარება ყველა სახის მექანიკური დამუშავებას;
  • მრავალ გარემოში მისი შეუფერხებელი გამოყენება (ჰაერი, ზეთი, ნესტი).

გამოყენება რედაქტირება

გეტინაქსისაგან მზადდება დაბალი და მაღალი ძაბვის აღჭურვილობის მრავალი სახის დეტალი, მათ შორის: ელექტროიზოლატორები, დამცავი პანელები, საკონტაქტო დაფები, გადამრთველის ფუძეები, საიზოლაციო კორპუსები და სხვა.

მშენებლობაში გეტინაქსი გამოიყენება, როგორც სხვადასხვა კონსტრუქციის ზედაპირის დასაცავად მოსაპირკეთებული ცალკეული დეკორატიული მასალა (მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტის კედლების ნაწილი, საწარმოოო საწარმოებში ავეჯის ძირითადი ან დამცავი ფენის მაგივრად და სხვა).

მარკები რედაქტირება

I — გეტინაქსის ყველაზე პოპულარული მარკა, ისეთი დეტალების დასამზადებლად, რომლებსაც იყენებენ ჰაერის 45-75%-იანი ტენიანობისა და 15-35 °С ტემპერატურის პირობებში, ასევე ტრანსფორმატორის ზეთთან, 1000 ვოლტამდე ძაბვისა და 50 ჰერცი სიხშირის გარემოში გამოსაყენებლად.

II — გეტინაქსის იგივე I მარკა, მაგრამ ოდნავ მდგრადი ღუნვისა და გრეხვის მიმართ.

III — გეტინაქსის იგივე I მარკა, მაგრამ მისგან განსხვავებით ის უფრო ნესტგამძლეა. ამისათვის ის გამოიყენება ისეთი დეტალების დასამზადებლად, რომლის გამოყენებაც იგეგმება 95%-მდე ტენიანობისა და 20±2°С ტემპერატურის პირობებში.

V — ახასიათებს საუკეთესო ელექტროსაიზოლაციო თვისებები და გამოიყენება ისეთი დეტალების დასამზადებლად, რომლებსაც იყენებენ ჰაერის 45-75%-იანი ტენიანობისა და 15-35 °С ტემპერატურის პირობებში, ასევე ტრანსფორმატორის ზეთთან, 1000 ვოლტზე მეტი ძაბვისა და 50 ჰერცი სიხშირისა (5,0-50,0 მმ), ან 1000 ვოლტამდე ძაბვისა და 106 ჰერცი სიხშირის (1,0-4,5 მმ) გარემოში გამოსაყენებლად. აღნიშნული მარკის გეტინაქს ახასიათებს კარგი მექანიკური თვისებები, მაღალი ნესტგამძლეობა და ნესტიანობის ცვლილებების პირობებში ელექტროსაიზოლაციო თვისებების შენარჩუნება.

VII — გეტინაქსის იგივე V მარკა, მაგრამ მისგან განსხვავებით მას გააჩნია დიელექტრიკული დანაკარგების გაუმჯობესებული ტანგესური კუთხე და მოკლევადიანი გაცხელების მიმართ სუსტი მდგრადობა. რეკომენდირებულია ჰაერის 45-75%-იანი ტენიანობისა და 15-35 °С ტემპერატურის პირობებში, ასევე ტრანსფორმატორის ზეთთან, 1000 ვოლტამდე ძაბვისა და 106 ჰერცი სიხშირის გარემოში გამოსაყენებლად.

X — გეტინაქსის მარკა, ისეთი დეტალების დასამზადებლად, რომლებსაც იყენებენ ჰაერის 45-75%-იანი ტენიანობისა და 15-35 °С ტემპერატურის პირობებში, ასევე ტრანსფორმატორის ზეთთან, 1000 ვოლტამდე ძაბვისა და 50 ჰერცი სიხშირის გარემოში გამოსაყენებლად. აღნიშნული ტიპის მარკის გეტინაქსის ფირფიტები თხელ ლისტებად (≠ 0,2-2,5მმ) იწარმოება, რომლებიც ექვემდებარება ადვილ შტამპირებას.

ЛГ (რუს. лавсановый гетинакс) — ლავსანის გეტინაქსი, დამზადებული სპეციალურად ლავსანის ქაღალდისა და თერმორეაქტიული შემკვრელისაგან, რომელიც იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნან დეტალები +150°С ტემპერატურამდე პირობებში, ასევე ჰაერის 45-75%-იანი ტენიანობისა და 15-35 °С ტემპერატურის პირობებისა, ან ჰაერის ჭარბტენიანობისას 93±2%-იანი ტენიანობისა და 40±2°С ტემპერატურის პირობებში დამატებითი ნესტისაგან დამცავი ლაკის საფარის გარეშე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება