ნაბახტევის ნათლისმცემლის ეკლესია

ნაბახტევის ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას, მაისურაძეების უბანში. თარიღდება XVIII საუკუნით. მოგვიანებით გადაკეთებულია, დაგრძელებულია დასავლეთის მიმართულებით.

ეკლესია დარბაზულია (13,7 X 6,3 მ), ნაგებია ქვიშაქვის ტლანქად დამუშავებული სხვადასხვა ზომის კვადრებით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელია, ხოლო ერთი წრიული სარკმელი, დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია. საკურთხეველი გადახურულია დამრეცი კონქით, რომლის თაღის ქუსლებთან მარტივი იმპოსტებია. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე სწორკუთხა შესასვლელის თავზე ოთხი ქვისგან შედგენილი რელიეფური ტოლმკლავა ჯვარია, რომლის ზემოთ მრგვალ სარკმელს რელიეფური საპირე აქვს. ეკლესიას ქვიშაქვის ლავგარდანი ჰქონდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7932