მეტრი წამში

(გადამისამართდა გვერდიდან მ/წმ)

მეტრი წამში (აღნიშვნა: მ/წმ, m/s) — სიჩქარის საზომი სკალარული სიდიდე ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI), ასევე MTS და MCGSS სისტემებში. 1 მ/წმ სიჩქარით მოძრავი ობიექტი წამში ერთ მეტრს გადის. ერთეული „მეტრი წამში“ მიეკუთვნება წარმოებული ერთეულების კლასს, რომელთა სახელები და აღნიშვნები იქმნება ერთეულების შესაბამისი სისტემის ძირითადი ერთეულების სახელებისა და აღნიშვნების გამოყენებით. მეტრის განსაზღვრის მიხედვით,[1] 1 მ/წმ შეადგენს სინათლის სიჩქარის ზუსტად ნაწილს.

მეტრი წამში
სტანდარტი: SI სისტემის წარმოებული ერთეული, მტწ, მკგძწ
სიდიდე: სიჩქარე
სიმბოლო (ქართ): მ/წმ
სიმბოლო (საერთ): m/s
ეკვივალენტები:
1 მ/წამი ტოლია ...
კმ/სთ 3.6
ფუტი/წმ 3.2808
მილი/სთ 2.2369
კვანძი 1.9438

SI სისტემაში აღნიშნული ერთეული გამოხატება, როგორც m/s, m·s−1, m s−1, ან m/s.[2]

კონვერტაცია კმ/სთ-სა და სხვა ერთეულებს შორის

რედაქტირება
  • 1 მ/წმ ტოლია 3.6 კმ/სთ
  • 1 კმ/სთ ტოლია 0.277777… მ/წმ
  • 1 ფუტი წამში ტოლია 0.3048 მ/წმ

სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არის ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივი, განსაზღვრებით ზუსტად უდრის 299,792,458 მეტრს წამში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Definitions of the SI base units (29 May 2019). ციტირების თარიღი: 8 February 2022
  2. SI brochure, Section 5.1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-21. ციტირების თარიღი: 2018-06-08