კილომეტრი საათში
სიჩქარის საზომი ერთეული
(გადამისამართდა გვერდიდან კმ/სთ)
კილომეტრი საათში (აღნიშვნა: კმ/სთ) — სიჩქარის სისტემის გარეშე ერთეული. 1 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ობიექტი ერთ კილომეტრს გადის ერთ საათში. სიჩქარის გაზომვა კმ/სთ-ში უფრო ხშირად გამოიყენება მ/წმ-თან შედარებით, რადგან უფრო ადვილად აღიქვამს ადამიანი, განსაკუთრებით ავტომობილის მძღოლები (დრო ჩვეულებრივ ითვლიან საათებში და არა წამებში, ხოლო მანძილი ჩვეულებრივ ითვლიება კილომეტრებში და არა მეტრებში).
ზოგიერთი სიჩქარე კმ/სთ-ში
რედაქტირება- 5 კმ/სთ — ფეხით მოსიარულეთა საშუალო სიჩქარე[1]
- 15 კმ/სთ — ველოსიპედისტის საშუალო სიჩქარე ქალაქში[2]
- 24 კმ/სთ — მანქანის საშუალო სიჩქარე ქალაქში[3][4]
- 60 კმ/სთ (1 კმ/წთ) — მანქანების მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე დასახლებულ რაიონებში
- 431 კმ/სთ — Bugatti Veyron (სუპერ სპორტის მოდიფიკაცია), ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა მსოფლიოში
- 574.8 კმ/სთ — TGV POS ჩქაროსნული მატარებლის მაქსიმალური სიჩქარე[5]
- 900 კმ/სთ — ავიალაინერი;
- 1193 კმ/სთ — ბგერის სიჩქარე ჰაერში 0 °C-ზე;
- 1 079 252 848.8 კმ/სთ (299 792.5 კმ/წმ) — სინათლის სიჩქარე ვაკუუმში.
კონვერტაცია კმ/სთ-სა და სხვა ერთეულებს შორის
რედაქტირება- 1 კმ/სთ ≈ 0.27778 მ/წმ ≈ 0.62137 მილი/სთ ≈ 0.54 კვანძი
- 1 მ/წმ = 3.6 კმ/სთ
- 1 მილი/სთ ≈ 1,6093 კმ/სთ
- 1 კვანძი = 1.852 კმ/სთ
- 1 ფუტი წამში = 1.09728 კმ/სთ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Табличные значения скорости движения пешеходов. dtp-profi.ru. ციტირების თარიღი: 2019-02-06
- ↑ На велосипеде каждый день. ციტირების თარიღი: 2019-02-06
- ↑ Средняя скорость машин в Москве упала на 10% за полгода (2012-07-25). ციტირების თარიღი: 2016-04-14
- ↑ У кого какая средняя скорость по городу (данные с маршрутника)? (2013-05-22). ციტირების თარიღი: 2016-04-14
- ↑ Французский поезд побил свой рекорд (2007-04-03). ციტირების თარიღი: 2009-02-17