მხოხავი ბეგქონდარა
მხოხავი ბეგქონდარა (ლათ. Thymus serpyllum) — მრავალწლოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ნახევრად ბუჩქებია. სიმაღლე 15 სმ-მდე.
მხოხავი ბეგქონდარა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Thymus serpyllum | ||||||||||||||
|
გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან დაწყებული ხმელთაშუაზღვისპირეთამდე დამთავრებული და ბრიტანეთის კუნძულებიდან აღმოსავლეთ ციმბირამდე. ჩვეულებრივ, იზრდება ღია ქვიშიან ადგილებში, სტეპურ მდელოებზე. ფოთლების სიგრძე 5-10 მმ აღწევს.
გვირგვინი მოვარდისფრო-ლილისფერია, კაშკაშა, სიგრძე 6-8 მმ. ნაყოფი წვრილია. კულინარიაში ფართოდ გამოიყენება როგორც სანელებელი. სამკურნალო მცენარეა.