მჭითა მურუცხი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მჭითა მურუცხი (წითელი ვარსკვლავი) — გაზეთი ლაზურ ენაზე, გამოდიოდა აფხაზეთის სსრ-ში, შემდგომ აფხაზეთის ასსრ-ში. გაზეთი ანტიქართულ სულისკვეთებას აღვივებდა და სტალინის საიდუმლო გეგმის, „დაქუცმაცებული საქართველოს“ ნაწილი იყო.
მჭითა მურუცხი | |
---|---|
ტიპი: | სოციალურ-პოლიტიკური |
დაარსდა: | 1929 |
ენა: | ლაზური |
შეწყვიტა გამოცემა: | 1938 |
სათავო ოფისი: | სოხუმი |
გაზეთის პირველი ნომერი (რომანიზირებულ ანბანზე) 1929 წლის 7 აპრილს გამოვიდა. 1938 წელს, სსრკ ეროვნული პოლიტიკის ცვლილების გამო, გაზეთის გამოცემა შეწყდა და აღარ განახლებულა. „მჭითა მურუცხი” ლაზურ ენაზე მსოფლიოში პირველი გაზეთი იყო.