მცხეთა (ცთომილი)
მცირე ცთომილები
2116 მცხეთა (Mtskheta) — მცირე ცთომილი № 2116. ორბიტის დიდი ნახევარღერძი ტოლია 2,59 ასტრონომიული ერთეულისა, გარემოქცევის პერიოდია 4,17 წ, ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდე საშუალო ოპოზიციაში — 13,5. აღმოაჩინა რიჩარდ ვესტმა ევროპის სამხრეთის ობსერვატორიაში 1976 წლის 24 ოქტომბერს. უწოდეს საქართველოს ძველი დედაქალაქის სახელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 257.