მცირე სახალხო სასწავლებლები

დაწყებითი საწავლებლები რუსეთის იმპერიაში

მცირე სახალხო სასწავლებლები (რუს. Малые народные училища) — ორწლიანი დაწყებითი სკოლები რუსეთში მოსახლეობის ყველა წოდებისათვის, გარდა გლეხობისა. შეიქმნენ რუსეთის იმპერიის 1876 წლის 5 (16) აგვისტოს სახალხო სასწავლებლების წესდების საფუძველზე (საცდელი მცირე სახალხო სასწავლებლები სანქტ-პეტერბურგში 1782 წლიდან იხსნებოდა). საგუბერნიო ქალაქებში ისინი მთავარი სახალხო სასწავლებლების პირველ საფეხურს წარმოადგენდნენ, სამაზრო ქალაქებში დამოუკიდებლად არსებობდნენ. ისწავლებოდა კითხვა, წერა, კატეხიზმო, საღვთო ისტორია, არითმეტიკა, გრამატიკა, სუფთა წერა და ხატვა. ინახავდნენ ადგილობრივი სახსრებით. სწავლება უფასო იყო. 1803–1804 წლებში 1803 წლის 24 იანვრის (5 თებერვლის) „სახალხო განათლების წინასწარი წესების“ შესაბამისად გადაკეთდნენ სამრევლო და სამაზრო სასწავლებლებად.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Малые народные училища // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 672.