მშრალხევის ღვთისმშობლის ეკლესია

მშრალხევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მშრალხევში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მშრალხევის მარცხენა ნაპირზე, სამანქანე გზის პირას.

ეკლესია აშენებულია რიყის ქვისა და ქვიშაქვის შერეული წყობით კირის დუღაბზე. ეკლესია ახალი აღდგენილია რის დროსაც შემაკავშირებელ ხსნარად ცემენტიცაა გამოყენებული. გადახურვა ორფერდაა და გადახურულია კრამიტით. ეკლესიას სამხრეთით მინაშენიც ქონდა , რომლის კელდების ფრაგმენტებია დღეისათვის შემორჩენილი. კარის სწორკუთხა ღიობიც სწორედ სამხრეთ ფასადზეა გაჭრილი. ამავა ფასადზე ეკლესიის აღდგენამდე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელიც გააჩნდა, რომელიც რესტავრაციის დროს კედლის საპირე წყობის ამოყვანისას დაიფარა, მისი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ ინტერიერის მხრიდან. ჩრდილოეთ კედელი ყრუა, ღიობების გარეშ. ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადზე თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ოთხივე ფასადზე ძალიან კარგად არის შესამჩნევი კედლების ძველი წყობა და კირის დუღაბის ნალესობის ფენები. ინტერიერში იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს დაბალი ხარისხი შემოუყვება. ინტერიერის მხირდან სარკმლის ღიობები სწორკუთხაა როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ კედელზე. ნახევარწრიული აფსიდი მცირედით შემაღლებულია დანარჩენი სივრციდან. აფსიდი საკურთხევლის მცირედ გამოზიდული მკლავებისგან გამოიყოფა დანარჩენი სივრცისგან. აფსიდის კედელზეც ხარისხი შემოუყვება. აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის ნიშებია დატანილი. სარკმლის ქვეშ სწორკუთხა შედარით მოზრდილი ზომის ნიშია, რომელიც სამკვეთლოს ფუნქციასაც ასრულებს. კამარა ნახევარწრიული. საკურთხევლისა და დანარჩენი სივრცის გამყოფ ნაწილში ჩრდილოეთ კედელზე 1 მეტრის სიმაღლის ოთხკუთხა სვეტის ფორმის კედელია ამოყვანილი, სავარაუდოდ სავარაუდოთ უნდა წარმოადგენდეს კანკელის ნაწილს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18611