იოანე მუხრანბატონი

(გადამისამართდა გვერდიდან მუხრანბატონი, იოანე)

იოანე (ივანე) კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი (დ. 12 დეკემბერი, 1755 — გ. 1801, სხვა ცნობებით, 1799) — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, ქართლ-კახეთის სამეფო პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ერეკლე II-ის სიძე (მეფის ასულის ქეთევანის მეუღლე). მუხრანბატონმა, როგორც ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, 1783 წლის 24 ივლისს გ. ჭავჭავაძესთან ერთად გეორგიევსკში ხელი მოაწერა რუსეთის მფარველობაში შესვლის ტრაქტატს. 1784-იდან მუხრანბატონი იყო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სახლთუხუცესი, 1784–1795 ერევნის სახანოს (ქართლ-კახეთის სამეფოს ვასალის) მოურავი („ღუბერნატორი“). 1786 ჩააქრო აჯანყება ნახჭევანში. 1795 კრწანისის ბრძოლაში მეთაურობდა ქართლ-კახეთის ლაშქრის ერთ ნაწილს.

ლიტერატურარედაქტირება

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;