ვახტანგ მუხრანბატონი

(გადამისამართდა გვერდიდან მუხრანბატონი, ვახტანგ)

ვახტანგ ბაგრატის ძე მუხრანბატონი (გ. 1580) — მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 60-იან წლებიდან 1580-მდე. ქართლის გამგებელი XVI საუკუნის 70-იან წლებში. მუსტაფა ლალა-ფაშას ქართლში ლაშქრობისას (1578) ქართლის დიდ თავადებთან ერთად მორჩილება გამოუცხადა მას. კონფლიქტი ჰქონდა სპარსეთიდან დაბრუნებულ სიმონ I-თან. სიმონმა დააპატიმრა კიდეც, მაგრამ მალე შეურიგდა და გაათავისუფლა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
წინამორბედი:
ბაგრატ I მუხრანბატონი
მუხრანბატონი
1539–1580
შემდეგი:
თეიმურაზ I მუხრანბატონი