მუხერი
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
მუხერი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბა ბაკურიანთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 1794 მ. აგებულია ლავებითა და ფხვიერი პიროკლასტური მასალით. ვულკანური კონუსია, წარმოადგენს ბაკურიანის ლავური ღვარის ამოფრქვევის ცენტრს. შემოსილია წიწვოვანი ტყით.
მუხერი | |
---|---|
მთა მუხერი | |
კოორდინატები: 41°46′04″ ჩ. გ. 43°32′36″ ა. გ. / 41.7678194° ჩ. გ. 43.5433528° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1794 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 229.