მუხაურის წმინდა გიორგის ეკლესია
მუხაურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ნასოფლარ მუხაურზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე — ორი ნიში. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სარკმლები შიგნიდან შეისრულია, გარედან — სწორკუთხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 181.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 22823