მუცუ
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
მუცუ — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ განშტოების ქარაფოვან თხემზე. სიმაღლე ზრვის დონიდან 3259 მ. აგებულია ქვედალიასის ასპიდური ფიქლებით. მუცუ მეოთხეულ პერიოდში გამყინვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო. ამჟამად მის ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია მუდმივი თოვლის ლაქები. მთა შემოსილია ალპური მდელოებით.
მუცუ | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′28″ ჩ. გ. 42°44′57″ ა. გ. / 42.87444° ჩ. გ. 42.74917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3259 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 228.