მუცამუდუ
მუცამუდუ (ფრანგ. Mutsamudu, არაბ.: موتسامودو) — მოსახლეობის რაოდენობით კომორის კუნძულების კავშირის მეორე ქალაქი, რომელიც დაარსდა 1482 წელს[1]. ასევე კუნძულ ნძუანის (ანჟუანი) ცენტრი და ყველაზე დიდი ქალაქია. მუცამუდუში დაიბადა კომორის კუნძულების კავშირის პრეზიდენტი აჰმედ აბდალა სამბი.
ქალაქი | |
---|---|
მუცამუდუ ფრანგ. Mutsamudu არაბ. موتسامودو | |
ქვეყანა | კომორის კუნძულები |
ავტონომიური რეგიონი | ნძუანი |
კოორდინატები | 12°10′00″ ს. გ. 44°24′00″ ა. გ. / 12.16667° ს. გ. 44.40000° ა. გ. |
ქალაქის მერი | სიტი ეშატ ასადი |
დაარსდა | 1482 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1482 |
ფართობი | 30 კმ² |
მოსახლეობა | 23 600 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 786,67 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +269 |
ქალაქში მდებარეობს საზღვაო პორტი, ძველი ციტადელი, ბევრი მაღაზია ვიწრო ქუჩებში.
ქალაქში კლიმატი ზღვის ტროპიკულია. ტემპერატურის საშუალო დიაპაზონია — 27 °C-დან 32 °C-მდე. ყველაზე ცხელი პერიოდი (ზაფხული) იწყება დეკემბერში და მთავრდება აპრილში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Daley, Suzanne (1997-09-29). „Indian Ocean Island Yearns to Retie Colonial Bond“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-03-29. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება)