მუშის ბრძოლა
„მუშის ბრძოლა“ — ქართული არალეგალური ბოლშევიკური გაზეთი, რკპ (ბ) დასავლეთ ამიერკავკასიის ორგანიზაციების ორგანო; გამოიცა ერთადერთი ნომერი 1918 წლის 8 აპრილს. მენშევიკური მთავრობის მიერ აკრძალული გაზეთის „ჩვები ბრძოლის“ მაგიერ (გამოცემის ადგილად მიჩნეულია ქუთაისი). გაზეთში დაბეჭდილ სტატიებში სწორად არის დასმული ბოლშევიკური ტაქტიკური ამოცანები, სტატიები გამსჭვალულია მენშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის სულისკვეთებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნატროშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 225.