ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუსტაფა აბდულ ლატიფ მიშატატი (არაბ. مصطفى عبد اللطيف مشتت; დ. 5 ივლისი, 1967),[2][3] უფრო ცნობილია როგორც მუსტაფა ალ-ქაზიმი — ერაყელი პოლიტიკოსი, იურისტი, ბიუროკრატი და ყოფილი დაზვერვის ოფიცერი, რომელიც 2020 წლის მაისიდან 2022 წლის ოქტომბრამდე ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.[4] მანამდე იგი მუშაობდა ავტორად სხვადასხვა მედია საშუალებებში[5] და იყო ერაყის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი, რომელ თანამდებობაზეც თავდაპირველად 2016 წლის ივნისში დაინიშნა.[6] 2020 წელს მცირე დროით ასრულებდა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მისი მმართველობის ბოლო პერიოდი მჭიდროდ უკავშირდება 2022 წლის ერაყის პოლიტიკურ კრიზისს.

მუსტაფა ალ-ქაზიმი
არაბ. مصطفى الكاظمي
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1967(1967-07-05)[1] (57 წლის)
დაბადების ადგილი კადიმია
მოქალაქეობა Ba'athist Iraq
 ერაყი
განათლება Al-Turath University

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალ-ქაზიმი დაიბადა ბაღდადში 1964 წელს, აბდულ ლატიფის ოჯახში. მამამისი დაიბადა ალ-შატრაში, ქალაქ ნასირიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ ერაყში. მოგვიანებით იგი, როგორც სტუდენტი, ნასირიადან ბაღდადში გადავიდა საცხოვრებლად.

ალ-ქაზიმი იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე.[7] 1985 წელს მან ერაყი დატოვა და ჯერ ირანში, შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სანამ საბოლოოდ გაერთიანებულ სამეფოში არ დასახლდა. რამდენიმე წელი დევნილობაში გაატარა და საბოლოოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.[2]

2003 წელს, ერაყში ამერიკის მეთაურობით განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ, ალ-ქაზიმი ერაყში დაბრუნდა და გახდა ერაყის მედია ქსელის თანადამფუძნებელი.[3]

იგი იყო Al-Monitor-ის ერაყული ვერსიის ავტორი და რედაქტორი და თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემებთან.[8][9] ასევე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი და კვლევა.[7] ალ-ქაზიმი სამი წლის განმავლობაში იყო ერაყის Newsweek-ის მთავარი რედაქტორი.[3]

ალ-ქაზიმმა იურიდიული განათლება მიიღო ალ-თურათის უნივერსიტეტში. მას ევალებოდა ერაყის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (INIS) რეფორმირება, რათა ის უფრო ეფექტური გამხდარიყო და საერთაშორისო სტანდარტებს დაახლოებოდა. მან ზედამხედველობა გაუწია სადაზვერვო საქმიანობის დეპოლიტიზაციას, დაზვერვის შეგროვებისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და ეროვნული დაზვერვის სამსახურის საქმიანობის მასშტაბების გაფართოების პრიორიტეტების განსაზღვრას.[10][11] მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სააგენტომ გააფართოვა თავისი უფლებამოსილება, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერაყის ბრძოლაში ISIS-ის წინააღმდეგ.[12][13] თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან კავშირები დაამყარა მრავალ ქვეყანასთან და ბიუროსთან, რომლებიც ISIS-ის წინააღმდეგ აშშ-ის მეთაურობით შექმნილ კოალიციაში მუშაობდნენ.[3]

ერაყის პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

2019 წლის ოქტომბერში ერაყის მასშტაბით გამართული პროტესტების და პრემიერ-მინისტრ ადელ აბდულ მაჰდის და მისი კაბინეტის გადადგომის შემდეგ, მუსტაფა ალ-ქაზიმი პრემიერ-მინისტრის პოსტის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა.[14]

2017 წელს ალ-ქაზიმი და ჰაიდერ ალ-აბადი ერ-რიადში გაემგზავრნენ. ალ-ქაზიმმა მედიის ყურადღება მიიქცია, როდესაც იგი მოჰამედ ბინ სალმანთან ხანგრძლივ მეგობრულ შეხვედრაზე დააფიქსირეს.[3]

2020 წლის 9 აპრილს პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა იგი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. იგი იყო მესამე პიროვნება 10 კვირის განმავლობაში, ვისაც ქვეყნის ხელმძღვანელობა შესთავაზეს მას შემდეგ, რაც წინა მთავრობა პროტესტების გამო გადადგა. ქაზიმის კანდიდატურა პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა დაასახელა მას შემდეგ, რაც წინა კანდიდატმა, ადნან ალ-ზურფიმ, საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო თავისი კანდიდატურა მოხსნა.[15] თითქმის ექვსთვიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წლის 6 მაისს, ერაყის პარლამენტმა ალ-ქაზიმი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.[16] თანამდებობაზე დანიშვნამდე ალ-ქაზიმმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა იქნებოდა მთავრობა, რომელიც ერაყის მრავალ პრობლემას გადაჭრიდა და არა კრიზისით დატვირთული მთავრობა. იგი ვადამდელ არჩევნებს დაპირდა ხალხს და განაცხადა, რომ ერაყი არ იქნებოდა გამოყენებული სხვა ქვეყნების საბრძოლო ველად.[3] იგი ხელისუფლებაში მოვიდა ერაყში მიმდინარე მნიშვნელოვანი არეულობების ფონზე - მასშტაბური პროტესტები, ნავთობის ფასების ვარდნა და COVID-19-ის პანდემია.[17]

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ალ-ქაზიმმა გასცა დაპირება, რომ გამოიყვანდა ქვეყანას სერიოზული ფინანსური კრიზისიდან და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხაზინა „თითქმის ცარიელი“ იყო წლების განმავლობაში არსებული გაფლანგვისა და ნავთობის ფასების კლების გამო. ალ-ქაზიმის კაბინეტი დაპირდა საზოგადოებას საჯარო ხარჯების შემცირებას და მილიონობით ერაყელისთვის გაცემული ხელფასების აუდიტს, თუმცა საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ეს გეგმა უკან წაიღო. 2020 წლის აგვისტოში მან თავდაცვის სამინისტროში ასობით უმუშევარი ერაყელი დაასაქმა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სხვა საჯარო სექტორის ოფისებთან სამუშაოს მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების შესაჩერებლად. მას მთავრობასა და პარლამენტში ცოტა მოკავშირე ჰყავდა და პარლამენტში დომინირებენ პრო-ირანული დეპუტატები, რომლებმაც უარყოფითად მიიღეს მისი მინიშნებები დემონსტრანტთა მოთხოვნებზე. მას ასევე გაუჭირდა თავისი დაპირების შესრულება უსაფრთხოების ძალების სამართლებრივი დევნის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელნი იყვნენ 2019 წლის ოქტომბრიდან თითქმის 600 დემონსტრანტისა და აქტივისტის სიკვდილზე. გარდა ამისა, ალ-ქაზიმმა დაიფიცა, რომ გამოიძიებდა ბოლო წლის განმავლობაში გახშირებულ ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების მკვლელობებს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუსჯიათ.[18]

2021 წლის ივლისში ალ-ქაზიმმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2021 წლის ბოლოსთვის ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისიის დასრულების შესახებ.[19] შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, ერაყმა დაიბრუნა 17 000 არტეფაქტი, რომელთა უმეტესობაც ISIS-მა მოიპარა და ბიბლიის მუზეუმს მიჰყიდა. ეს არტეფაქტები აშშ-ს ხელისუფლებამ ამოიღო.[20]

მკვლელობის მცდელობა

რედაქტირება

2021 წლის 7 ნოემბრის გამთენიისას ალ-ქაზიმი გადაურჩა მკვლელობის მცდელობას, რომელიც აფეთქებადი დრონების მეშვეობით განხორციელდა. არმიამ ორი დრონი ჩამოაგდო, ხოლო მესამემ მიზანში ამოიღო მისი რეზიდენცია ბაღდადის მკაცრად დაცულ მწვანე ზონაში. ბევრი ვარაუდობს, რომ მკვლელობის მცდელობა იყო ირანის პასუხი მუსტაფას მიერ ირანის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ გატარებულ ზომებზე და ერაყში უცხოური გავლენის აღმოფხვრის მის მკაცრ პოლიტიკაზე.[21]

8 ნოემბერს რეგიონის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა და რამდენიმე (ასევე ანონიმმა) სამხედრო წყარომ Reuters-ს განუცხადეს, რომ თავდასხმის უკან იდგნენ ირანის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები, როგორიცაა „ქატაიბ ჰეზბოლა“ ან „ასაიბ აჰლ ალ-ჰაქი“, ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელების მიერ გამოყენებული იარაღი ირანში იყო დამზადებული.[22]

ექსპერტების თქმით, მკვლელობის მცდელობა იყო პასუხი 2021 წლის ერაყის საპარლამენტო არჩევნებში პრო-ირანული პარტიების მიერ ადგილების დაკარგვასთან.[23]

  1. https://www.odegy.org/?p=19435
  2. 2.0 2.1 „Is Mustafa Al-Kadhimi Sunni or Shiite?“. Jannah News. 8 November 2021. ციტირების თარიღი: 24 May 2022.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 „Who is Mustafa al-Kadhimi, Iraq's new prime minister?“. Al Jazeera. 7 May 2020.
  4. „Mustafa al-Kadhimi sworn in as prime minister of Iraq“. Rudaw (ინგლისური). 7 May 2020. ციტირების თარიღი: 6 May 2020.
  5. IMF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 31 January 2020
  6. Impersonating U.S. Intelligence Official, Oregon Man Wrote to Iraqi Prime Minister en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 31 January 2020
  7. 7.0 7.1 IMF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 31 January 2020
  8. Mustafa al-Kadhimi | Author | RealClearWorld. ციტირების თარიღი: 31 January 2020
  9. Iraqi politicians focus on buying, not convincing voters – By Mustafa al-Kadhimi, Al-Monitor – Jordan Vista. ციტირების თარიღი: 31 January 2020
  10. Iraqi man sentenced for illegally using US insignia.
  11. Iraq Gets a Government—and It Was Worth the Wait.
  12. Basnews.
  13. Mamouri, Ali. (3 December 2019) Iraq on brink of abyss: What happens next? en. ციტირების თარიღი: 31 January 2020
  14. Iraqi spy chief Mustafa Al Kadhimi rumoured to be prime ministerial contender en (29 December 2019). ციტირების თარიღი: 31 January 2020
  15. „Iraq names its third prime minister in 10 weeks“. Reuters (ინგლისური). 9 April 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2020. ციტირების თარიღი: 10 April 2020.
  16. Aldroubi, Mina (6 May 2020). „Iraqi Parliament confirms Mustafa Al Kadhimi as new Prime Minister“. The National. ციტირების თარიღი: 30 September 2020.
  17. „Iraq hospitals fear 'losing control' as coronavirus cases surge“. Al Jazeera. 5 September 2020.
  18. „Challenges in Iraq mount a year after anti-gov't protests erupted. The prime minister is seen by many as having an close relationship with the west and Saudi Arabia while being heavily opposed by Iran and Iranian-supported militias“. Al Jazeera. 30 September 2020.[მკვდარი ბმული]
  19. Biden, Kadhimi seal agreement to end U.S. combat mission in Iraq (27 July 2021).
  20. Iraq Reclaims 17,000 Looted Artifacts, Its Biggest-Ever Repatriation (3 August 2021).
  21. Davison, John; Rasheed, Ahmed (7 November 2021). „Iraqi PM safe after drone attack on residence, military says“. Reuters. ციტირების თარიღი: 7 November 2021.
  22. „Iran-backed militia staged drone attack on Iraqi PM - officials“. Reuters (ინგლისური). 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-11-10.
  23. „Iraqi PM al-Kadhimi survives drone attack on his home“. BBC News (ინგლისური). 2021-11-07. ციტირების თარიღი: 2021-11-10.