მურჯახეთის განძი
მურჯახეთის განძი — თურქული ვერცხლის მონეტების განძი (325 ცალი), იპოვეს 1937 წელს სოფ. მურჯახეთში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ჯავახეთი). მურჯახეთის განძში აღმოჩნდა ოსმალეთის სულთნების: სულეიმან I-ის (1687-1691), აჰმედ II-ის (1691-1695), მუსტაფა II-ის (1695-1703), აჰმედ III-ის (1703-1730), მაჰმუდ I-ის (1730-1754) სახელით მოჭრილი ყურუშები, ნახევარყურუშები ანუ იგირმილიქები, ომლიქები და ახჩები. მონეტები მოჭრილია კონსტანინოპოლის, ედირნეს, არზრუმის, თბილისის, განჯისა და გუმუშჰანეს ზარაფხანებში.
განსაკუთრებით საყურადღებოა გუმუშჰანეში მოჭრილი იშვიათი მონეტები. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა დათარიღებულია 1687 წელი, გვიანდელი — 1730, ე. ი. განძი ჩაფლულია 1730-ის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 203.
- ანთაძე მ., გიუმიშხანეთში მოჭრილი იშვიათი თურქული მონეტები, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1967, ტ., 27 B;
- მისივე, თურქული მონეტების მურჯაზეთის განძი, იქვე, 1969, ტ. 28 B.