მურასაკი შიკიბუ
მურასაკი შიკიბუ ანუ ქალბატონი მურასაკი (紫式部) (დ. 973 - გ. 1014) — ჰეიანის პერიოდის იაპონელი ნოველისტი, პოეტი, იმპერატორის კარის სეფექალი. მის კალამს ეკუთვნის სამი ნაწარმოები:
1. «გენჯის ამბავი» (1000-1008) - მსოფლიოში უძველესი ნოველა, ნოველის ჟანრის პირველი ნიმუში;
2. «მურასაკი შიკიბუს დღიურები»;
3. «მურასაკი შიკიბუს კრებული» (128 ლექსი).
მურასაკი შიკიბუ | |
---|---|
იაპონ. 紫式部 | |
დაბადების თარიღი | არაუადრეს 970 და არაუგვიანეს 978 |
დაბადების ადგილი | Heian-kyō |
გარდაცვალების თარიღი | არაუადრეს 1014 და არაუგვიანეს 1031 |
გარდაცვალების ადგილი | Heian-kyō |
საქმიანობა | ფრეილინა[1] [2] , რომანისტი, პოეტი, მწერალი, დღიურის ავტორი, ფილოსოფოსი და კინოსცენარისტი[3] |
ენა | იაპონური ენა |
ალმა-მატერი | |
Magnum opus | გენძი მონოგატარი, The Diary of Lady Murasaki და Poetic Memoirs |
მეუღლე | ფუჯივარა ნო ნობუტაკა |
შვილ(ებ)ი | დაინი ნო სანმი |
ქალბატონი მურასაკის ნამდვილი სახელი უცნობია. ზოგიერთი სწავლულის ვარაუდით მას ერქვა ფუჯივარა ტაკაკო. საკუთარი დღიურების - «მურასაკი შიკიბუს დღიურების» - მიხედვით სასახლის კარზე მას უწოდებდნენ მურასაკის ანუ ალისფერი გლიცინიას ყვავილს, მისივე ნოველის «გენჯის ამბავის» პერსონაჟის მსგავსად. სახელი შიკიბუ მიუთითებს მამამისის თანამდებობას რიტუალების ბიუროში (შიკიბუ-სიო).
ბიოგრაფია
რედაქტირებაქალბატონი მურასაკი შიკიბუ დაიბადა დაახლოებით 973 წელს კიოტოში, იაპონია მცირე აზნაურის ოჯახში და იყო ფუჯივარას კლანის ჩრდილოეთის განშტოების წარმომადგენელი.
ბავშვს დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ, ფუჯივარა ნო ტამეტოკიმ, სწავლულმა და იმპერატორის კარის ოფიცერმა, იმდროინდელი ტრადიციებისაგან განსხვავებულად აღზარდა. ჰეიანის პერიოდის ტრადიციის მიხედვით ბავშვი მშობლებისაგან ცალკე სახოვრებელში უნდა აღზრდილიყო დედისა და დედის ოჯახის მიერ. მამამ არა მხოლოდ თავად აღზარდა მურასაკი, არამედ მას ისეთი განათლება მისცა, როგორსაც მამაკაცები იღებდნენ. იმ პერიოდში კაცებს მიიჩნევდნენ კანჯებად და მათ მოეთხოვებოდათ კლასიკური ჩინური ლიტერატურის ცოდნა, ხოლო ქალებს ანუ კანაებს - მხოლოდ პოეზიის ცოდნა.
მურასაკი შიკუიბუ გათხოვდა 20 წლის ასაკში, ჰყავდა ერთი შვილი - დაინი ნო სანმი, ასევე პოეტი.
იმპერატორის კარზე სამსახურისათვის იგი დაიქირავა ფუჯივარა ნო მიჩინაგამ და იყო დედოფალი შოშის (აკიკო) სეფექალი.
მურასაკი გარდაიცვალა სავარაუდოდ 1014 წელს, როდესაც მამამისი მოულოდნელად დაბრუნდა კიოტოში სახელმწიფო სამსახურიდან. არსებობს განსხვავებული ვერსიაც, რომლის თანახმად იგი გარდაიცვალა 1025-1031 წლების შუალედში, როდესაც იგი 50 წლისა იქნებოდა, რაც საკმაოდ ხანდაზმული ასაკია ჰეიანის პერიოდის მცხოვრებლისათვის.
მიიჩნევენ, რომ მურასაკი შიკუბუ დაკრძალულია პოეტ ონო ნო ტაკამურას საფლავის დასავლეთის მხარეს, მდინარე ჰორიკავას ნაპირთან, დღევანდელი კიოტოს ჩრდილოეთით. ისიამა ჰონგან-ჯის მონასტერში, ქ. ოსაკაში შენახულია მურასაკი შიკიბუს შესაწირავის სადგამი.
შემოქმედება და მემკვიდრეობა
რედაქტირებამურასაკი შიკიბუ იაპონური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნაწარმოებებიდან ცნობილია დღიური, რომელიც მიეკუთვნება ძუიხიცუს ჟანრს - ნაწარმოებში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და ორგანიზებულად არის ასახული მიმდინარე მოვლენებს, რომელიც კი კანიცადა ავტორმა. დღიურში ასევე აღწერილია მურასაკის ბავშვობის მოგონებები, მისი გარშემომყოფები, განხილეულია ადმიანების ხასიათები. მურასაკი შიკიბუს დღიურში ნახსენებია მისი თანამედროვე მწერალი ქალი სეი სიონაგონი.
მეორე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია «გენჯის ამბავი» (გენძი მონოგატარი), რომელიც დაწერილი უნდა იყოს 1001-1008 წლებში. ეს მსოფლიო ლიტერატურაში პირველი ნოველად არის მიჩნეული. სავარაუდოდ,1014 წელს უნდა შეედგინა მისვე ლექსების კრებული 128 ლექსით, რადგან ამაზე გვიან წლებში დაწერილი მურასაკი შიკიბუს ლექსები უკვე აღარ გვხვდება.
მურასაკი შიკიბუ იაპონელების საამაყო მწერალია. მისი ნაწარმოებები შესულია იაპონიის სავალდებულო სასწავლო ლიტერატურაში. მწერალი ქალის ქანდაკებები აღმართულია მთელს იაპონიაში. მურასაკი შიკიბუსა და მისი ეპიკური ნაწარმოებს «გენჯის ამბავი»ს ეძღვნება 2000 იენის ბანკნოტი.
შექმნილია მურასაკი შიკიბუს შესახებ მხატვრული ბიოგრაფიული ნაწარმოებები: ლიზა დალბის «მურასაკის ამბავი»[4] და გაბრიელა მაგრინიმ [5], რომელიც შემდეგ იტალიურიდან ფრანგულ ენაზე ითარგმნა[6]. ლედი მურასაკის მხატვრული სახე შექმნა ტომას ჰარისმა თავის ნოველაში [7] და რომლის მიხედვითაც შემდეგ გადაიღეს საშინელებათა ფილმი.
მურასაკი შიკიბუს პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ კრატერს პლანეტა მერკურიზე .
ლიტერატურა
რედაქტირება- Murasaki Shikubu: The diary of Murasaki Shikibu Text
- Royall Tyler: Murasaki Shikubu Brief life of a legendary novelist: c. 973-1014[მკვდარი ბმული]
- Royall Tyler: Murasaki Shikibu(trans.) The Tale of Genji (Viking, 2001) ISBN 0-670-03020-1.
- Arthur Waley: Lady Murasaki (trans.). The Tale of Genji, published in 6 volumes from 1921-33.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.haikudeck.com/murasaki-shikibu-uncategorized-presentation-KYYzv2kSqt
- ↑ http://www.worldatlas.com/webimage/countrys/asia/japan/jpfamous2.htm
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Liza Crihfield Dalby, 2000 «The Tale of Murasaki» ISBN 0-385-49795-4
- ↑ Gabriella Magrini, 1985 «Mille Autunni, vita di Murasaki Dama di Corte», Edizione Frassinelli
- ↑ La dame de Kyoto, Editions Belfond, 1987 ISBN 2-7144-1973-9.
- ↑ Thomas Harris, 2006 «Hannibal Rising»; ISBN 0-385-33941-0.