გენძი მონოგატარი (მოთხრობა უფლისწულ გენძის შესახებ) — X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის იაპონური რომანი. საერთოდ, ხანდახან მას თვლიან პირველ რომანად მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში[1], ასევე პირველ ფსიქოლოგიურ რომანად. მის ავტორად მიჩნეულია სეფექალი მურასაკი შიკიბუ. რომანი ითვლება IX-XII საუკუნეების იაპონური საკარო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშად. მასში მოთხრობილია უფლისწულ გენძის სამიჯნური თავგადასავალი. ნაწარმოებში მთავარია ბედისწერის (ქარმა) თემა. რომანი ზედმიწევნით რეალისტურია. ჰყავდა ბევრი მიმბაძველი. მისი ცალკეული მოტივები არაერთხელ იქნა გადამღერებული. რომანმა გავლენა მოახდინა იაპონური ლიტერატურის განვითარებაზე.

თავი „ასაგაო“ (17 ს.)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. რიუნოსკე აკუტაგავა, დიალოგი წყვდიადში, თბ., 1987, გვ. 429