მონოგატარი
მონოგატარი (物語) — ჰეიანის ეპოქის (IX-XII საუკუნეების) იაპონური საკარო-არისტოკრატიული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის თხრობით ნაწარმოებთა კრებული; სიტყვასიტყვით — „მოთხრობა საგანთა შესახებ“. მონოგატარის პირველი ნუმუშია „ტაკეტორი-მონოგატარი“ (IX საუკუნე). ზოგჯერ მონოგატარში შერწყმულია ლექსი და პროზა („ისე-მონოგატარი“). დროთა ვითარებაში მონოგატარის თემად იქცა რეალური ცხოვრება („გენძი მონოგატარი“), ისტორიული მოვლენები („ეიგა მონოგატარი“, „ოკაგამი“, XII საუკუნე).
ხშირად, ფართო გაგებით, IX-X საუკუნეების პროზას მონოგატარს უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 97.