მულტიკულტურალიზმი აზერბაიჯანში
მულტიკულტურალიზმი აზერბაიჯანში — ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხთა და რელიგიურ კონფესიების მეგობრობისა და კეთილმეზობლობის თვალსაზრისით[1].
ისტორია
რედაქტირებაქვეყანაში შექმნილია საკანონმდებლო ბაზა ტოლერანტობის მომავალი განვითარებისთვის. მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში. ყოველ მოქალაქეს აქვს სინდისის თავისუფლება, უფლება თავისუფლად განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება რელიგიაში, თავისუფლად გამოხატოს და გაავრცელოს საკუთარი რწმენა, თავისუფლად შეასრულოს რელიგიური წესები. სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, 2001 წელს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესრულების, რელიგიური გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის შექმნის შესახებ ბრძანება გაიცა. ყოველწლიურად, 16 ნოემბერს აზერბაიჯანში აღნიშნავენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რომელიც იუნესკოს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.
2010 წლის 26-27 აპრილს აზერბაიჯანში ჩატარდა მსოფლიო რელიგიოზთა ლიდერთა ბაქოს სამიტი. ამ სამიტის მიზანი იყო ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის პროპაგანდა საერთაშორისო არენაზე რელიგიის სფეროში. მოცემულ სამიტზე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო რელიგიური ცენტრების ლიდერები, მათ შორის - რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე ვატიკანის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ისლამური სამყაროს რელიგიური მოღვაწეები[2].
2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტში რელიგიური საკითხების სამსახურში სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა 632 რელიგიურმა ორგანიზაციამ. აქედან 12 იყო ქრისტიანული თემის ორგანიზაცია, 6 - ებრაული, 2 -ბაჰაიტური და 1 -კრიშნაიტური.
2015 წლის 8 სექტემბერს პროექტის ფარგლებში „აზერბაიჯანი პარიზის გულში“, რომელიც ტარდებოდა ჰეიდარ ალიევის ფონდის ორგანიზაციული მხარდაჭერით საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „რელიგიური ტოლერანტობა: თანაცხოვრების კულტურა აზერბაიჯანში“. ასევე პროექტის გარგლებში ჩატარდა კონცერტი დევიზით „აზერბაიჯანული მუსიკა პარიზის გულში“[3][4].
აზერბაიჯანი, საერთაშორისო სივრცეში ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის სფეროში გამოცდილების გავრცელებისა და ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს გაეროს, ეუთოს, იუნესკოს, ისესკოს ორგანიზაციებთან და სხვა სტრუქტურებთან.
ბაქოს პროცესი
რედაქტირებაბაქოში ინტერკულტურული დიალოგის ოთხი გლობალური ფორუმი გაიმართა[5].
2011 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (იუნესკოს, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის, ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოს ცენტრი ჩრდილო-დასავლეთი, ISESCO-ს) პარტნიორობით, გაიმართა ინტერკულტურული დიალოგის პირველი მსოფლიო ფორუმი. ამ ფორუმში აზერბაიჯანმა დაიწყო ინიციატივა „ინტერკულტურული თანამშრომლობის პლატფორმა - 5 ა-ს“ შექმნის ინიციატივით. გამომდინარე იქიდან, რომ კონტინენტთა სახელები ევროპა, აზია, ამერიკა, აფრიკა და ავსტრალია აზერბაიჯანულ ენაზე იწყება ასო „ა“-თი პლატფორმის დასახელება „5 ა“ აქედან გამომდინარეობს[6][7].
2013 წელს, ინტერკულტურული დიალოგის მეორე მსოფლიო ფორუმი გაიმართა ბაქოში „მშვიდობა ერთად მულტიკულტურულ სამყაროში“. ფორუმის ძირითადი პარტნიორები იყვნენ იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპის საბჭო, გაერთიანებული ერების ცივილიზაციის ალიანსი, ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი, ISESCO და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. მასში მონაწილეობდა 115-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციები, 13 საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერები.
2015 წელს ბაქოში ჩატარდა მესამე საერთო კულტურათაშორისი დიალოგის ფორუმი თემაზე „კულტურის გაზიარება საერთო უსაფრთხოების სახელით“.
2017 წლის 4-6 მაისს ბაქოში ჩატარდა მე -4 მსოფლიო კულტურათაშორისი დიალოგის ფორუმი „ინტერკულტურული დიალოგის განვითარება: ახალი შესაძლებლობები ადამიანის უსაფრთხოების, მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის“[8].
ბაქოს მულტიკულტურალიზმის საერთაშორისო ცენტრი
რედაქტირება2014 წლის 28 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, დამყარდა სახელმწიფო მრჩევლის სამსახური, რომელიც შეეხებოდა ეთნოსთაშორისი საკითხებისა და მულტიკულტურალიზმის და რელიგიის საკითხებს. 2014 წლის 15 მაისს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, შეიქმნა მულტიკულტურალიზმის ბაქოს საერთაშორისო ცენტრი, რომლის თავმჯდომარე კამალ აბდულა გახდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2016 წლის 11 იანვარის ბრძანების მიხედვით, 2016 წელი გამოცხადდა მულტიკულტურალიზმის წლად[9].
2016 წელს გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანული მულტიკულტურალიზმის ლიტერატურული და მხატვრული წყაროები“.
2017 წლის 15 მარტს, ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ისლამური სოლიდარობა - დროის მოწოდება”, რომელიც ორგანიზებული იყო კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს, რელიგიური გაერთიანებების სამსახურის სახელმწიფო კომიტეტის, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ბაქოს საერთაშორისო მულტიკულტურალიზმის ცენტრის მიერ[10].
2017 წლის 28 აპრილს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია „აზერბაიჯანში მცხოვრები ხალხების იგავები და ანდაზები“.
2017 წლის 1 მაისს ბაქოს საერთაშორისო მულტიკულკულტურულ ცენტრში გაიმართა აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული ბიბლიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცა „მულტიკულტურალიზმი აზერბაიჯანში“.
2018 წლის 16 იანვარს, ბაქოს საერთაშორისო მულტიკულტურალიზმის ცენტრში გაიმართწიგნის “აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მულტიკულტურალიზმის აზერბაიჯანული მოდელის შესახებ” პრეზენტაცია[11].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Azerbaijani model of multiculturalism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-10. ციტირების თარიღი: 2018-11-28.
- ↑ Религиозная толерантность: культура сосуществования в Азербайджане
- ↑ В Париже состоялась конференция на тему «Религиозная толерантность: культура соcуществования в Азербайджане»
- ↑ В Париже Мехрибан Алиева приняла участие в конференции
- ↑ Бакинский процесс и его мультикультуральное значение
- ↑ Всемирный форум по межкультурному диалогу в Баку
- ↑ Первый Всемирный форум межкультурного диалога, или начало новой эпохи в системе глобальных международных отношений
- ↑ Четвертый Всемирный форум по межкультурному диалогу открылся в Баку
- ↑ Ильхама Алиева состоялось заседание Кабинета Министров, посвященное итогам социально-экономического развития в 2015 году и предстоящим задачам
- ↑ На проведенной в Баку международной конференции на тему «Исламская солидарность – призыв времени» обсуждены важные вопросы
- ↑ Состоялась презентация книги «Президент Азербайджанской Республики Ильхам Алиев об азербайджанской модели мультикультурализма»