მულენ რუჟი (ფრანგ. Moulin Rouge „წითელი წისქვილი“; ასევე გვხვდება როგორც მულენ-რუჟი, მულინ რუჟი) — პარიზის კლასიკური კაბარე, აშენებულია 1889 წელს. მდებარეობს პარიზის მე-18 ოლქში, კლიშის ხეივანზე, "წითელი ფარანების" რაიონში, მოედან პიგალის გვერდით.

პლაკატი
მულენ რუჟი დღისით
... და ღამით

მეტრო: მე–2 ხაზი, სადგური Blanche

ისტორია რედაქტირება

1889 წლის 5 ოქტომბერს, ჟოსეფ ოლერმა და მისმა კომპანიონმა შარლ ზიდერმა პარიზის ცენტრში, ბლანშის მოედანზე, კაბარე გახსნეს, რაც დააკავშირეს მსოფლიო ექსპოზიციისა და ეიფელის კოშკის გახსნას.

მულენ რუჟში იკრიბებოდნენ როგორც საშუალო ფენის წარმომადგენლები, ისე არისტოკრატები, ხელოვანები (პიკასო, უაილდი), სამეფო ოჯახის წარმომადგენლებ, მაგალითად უელსის პრინცი.

ყველაზე მეტად კი ხალხს ცეკვა კანკანი იზიდავდა.

მულენ რუჟის კულტი რედაქტირება

ცნობილ კაბარეზე გადაღებულია უამრავი ფილმი, მათ შორის:

  • მულენ რუჟი (1928)
  • მულენ რუჟი (1934)
  • მულენ რუჟი (1939)
  • მულენ რუჟი (1944)
  • მულენ რუჟი (1952)
  • მულენ რუჟი (2001)

გარდა ამისა, მულენ რუჟის შესახებ დაწერილია ბევრი სიმღერა და მუსიკა. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილია 'საუნდტრეკი' ფილმისთვის „მულენ რუჟი!“, რომელსაც კრისტინა აგილერა, პინკი, ლილ კიმი და მია ასრულებენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: