მუკდენის სასახლე
მუკდენის სასახლე (ჩინ. 盛京宮殿) — ადრეული ცინის იმპერიის საიმპერატორო სასახლე ჩინეთში. მდებარეობს მანჯურიის რეგიონში, ლიაონინის პროვინციის ქალაქ შენიანში.
მუკდენის სასახლე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 41°47′46″ ჩ. გ. 123°26′58″ ა. გ. / 41.79611° ჩ. გ. 123.44944° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2004 (28-ე სესია) |
ნომერი | 439 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 439 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სასახლე აშენდა ახ. წ. 1625 წელს, გარკვეული სტრუქტურები დაემატა 1631 წელს. 1644 წელს, მინის დინასტიის პეკინში გადასვლის შემდეგ, მუკუდენის სასახლემ საიმპერატორო სტატუსი დაკარგა და მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სასახლე გახდა.
1780 წელს, იმპერატორმა ციანლუნმა კომპლექსს გარჯვეული სტრუქტურები დაუმატა და სასახლემ უფრო მეტად ტრადიციული სახე მიიღო. აღნიშნული დინასტიის წარმომადგენლები, წელიწადის გარჯვეულ დროს აუცილებლად ამ სასახლეში ატარებდნენ.
1955 წელს, კომპლექსი მუკუდენის სასახლე-მუზეუმად გადაკეთდა.
2004 წელს, იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1987 წელს შეტანილ პეკინის აკრძალულ ქალაქს დაუმატა.