მუთერჯიმ აჰმედ ასიმი (თურქ. Mütercim Ahmed Âsım; დ. 1755, გაზიანთეფი — გ. 28 ნოემბერი, 1820, სტამბოლი) — თურქი ისტორიკოსი. მის ორტომეულ ისტორიულ თხზულებაში გადმოცემულია ოსმალეთის ისტორია 1791–1808 წლებში, კერძოდ, სელიმ III-ის სულთნობის (1789–1807) პერიოდის ოსმალეთის საშინაო და საგარეო ვითარება, ცნობები ჩილდირის ვილაიეთის, დაღესტნის და ჩერქეზეთის, საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიის, თბილისის, ახალციხის შესახებ.

ლიტერატურარედაქტირება

  • ნ. შენგელია, XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974