მუზარადა (Scutellaria), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. მარტივი, ბეწვით შებუსვილი მოპორისპირე ფოთლები აქვთ. ჯამი ზარისებრი და ორტუჩა. ზედა ტუჩს ზურგის მხარეზე სავარცხლისებური გამონაზარდი აქვს, გვირგვინს — გრძელი მილი ორტუჩა გადანაღუნი. ზედა ტუჩი ჩაზნექილია, თითქმის ჩაჩისებრი (მუზარადივით).

მუზარადა
Scutellaria galericulata
Scutellaria galericulata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  მუზარადა
ლათინური სახელი
Scutellaria

300-მდე სახეობა მსოფლიოში. საქართველოში 12 სახეობა გვხვდება, მათგან ერთი Scutellaria helenae საქართველოს ენდემია. იზრდება ძირითადად კლდეებზე, ნაშალებზე, ქვიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან ალპურამდე. მუზარადას მრავალი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ივანიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 190, თბ., 1984