მუდუსის ეროვნული პარკი
მუდუსი — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ შვედეთში. მდებარეობს ლაპლანდიის პროვინციაში, უდიდესი მაწილი მოქცეულია ელივარეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იგი მიეკუთვნება ხელშეუხებელ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლ ლაპონიის არეალს.
მუდუსის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | შვედეთი |
კოორდინატები | 66°54′ ჩ. გ. 20°10′ ა. გ. / 66.900° ჩ. გ. 20.167° ა. გ. |
ფართობი | 493,4 კმ²[1] |
დაარსდა | 1942 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
სამეცნიერო კვლევების საგანია პირველყოფილი ტყეები დიდი ხეებით, ფართო ჭაობიანი ნიადაგები, კლდეებშ შორის არსებული ღრმა ხეობები. აქ იზრდება შვედეთის ყველაზე ძველი ფიჭვის ხე. სავარაუდოდ, ის 710 წლისაა და გადარჩენილია 1413 წლის ხანძარს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Muddus National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.