მუდროსის დროებითი ზავი

(გადამისამართდა გვერდიდან მუდროსის ხელშეკრულება)

მუდროსის დროებითი ზავი (თურქ. Mondros Ateşkes Anlaşması) — სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის, რომელიც 1918 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა კუნძულ ლემნოსის პორტ მუდროსში, ინგლისური კრეისერის „აგამემნონის“ ბორტზე. ხელშეკრულება იცავდა სომხეთის ინტერესებს. ყველა სომეხი სამხედრო ტყვე ოსმალეთის იმპერიას უნდა შეეკრიბა სტამბოლში, რათა იგი გადაეცათ მოკავშირეებისათვის.

ხელშეკრულების პუნქტები ასეთი იყო

  • დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები იხსნება და მოკავშირეთა გემებს ეძლევათ თავისუფლად მიმოსვლის საშუალება
  • დაუყოვნებლივ დაიშალოს ოსმალეთის შეიარაღებული ძალები. დაშვებულია მხოლოდ სასაზღვო და შიდა წესრიგისთვის აუცილებელი ძალების არსებობა'
  • დაუყოვნებლივ გამოიყვანონ ოსმალეთის ჯარები კავკასიიდან და ირანიდან.
  • ანტანტის წევრი ქვეყნები იღებენ სრულ კონტროლს ოსმალეთის რადიოზე, ტელეგრაფზე, რკინიგზაზე, პორტებზე, სამხედრო გარნიზონებე
  • აუცილებლობის შემთხვევაში ანტანტის ქვეყნები იტოვებენ ოსმალეთის ამა თუ იმ პროვინციის ოკუპაციის უფლებას
  • საომარი მოქმედებები შეწყდება 1918 წლის 31 ოქტომბრის 24:00 საათზე ადგილობრივი დროით

არსებული ვალდებულებების გასაკონტროლებლად ოსმალეთის მთელ ტერიტორიაზე დაფუძნდა ანტანტის წევრი ქვეყნების სამხედრო მისიები. დანიშნული ზედამხედველი ინსპექტორები აღიჭურვნენ ფართო უფლებამოსილებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება