მუგუდის კოშკი
მუგუდის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგუდის სამხრეთით, 0,8 კილომ
მუგუდის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგუდის სამხრეთით, 0,8 კილომეტრზე, მაღალ მთაზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. კოშკი ზურგიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია აღმოსავლეთის სწორი კედელი (სიმაღლე 6 მეტრი) და ჩრდილო კედლის მცირე ნაწილი. შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია, მიწის დონიდან 4,5 მეტრ სიმაღლეზე. კარი ბრტყლადაა გადახურული. წირთხლებში საურდულე ხვრელებია. შემორჩენილია წყობიდან შვერილი სართულშუა გადახურვის ქვის ერთი ფილა. პირველ სართულზე, ჩრდილო კედლის შემორჩენილ ნაწილში, პატარა, სწორკუთხა ნიშია. კოშკის ზურგისა და გვერდითი კედლების უმეტესი ნაწილი მიწაყრილით და ნანგრევებითაა დაფარული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 275.